საქპატენტის სააპელაციო პალატაში პირველი დისტანციური სხდომა გაიმართა
02 აპრილი 2020 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან - საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატა დისტანციურ რეჟიმში შეუფერხებლად აგრძელებს საქმიანობას.
2020 წლის 1 აპრილს, პირველი დისტანციური სხდომა გაიმართა, რომელზეც პალატის კოლეგიამ აპელანტი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საჩივარი ექსპერტიზის გადაწყვეტილების თაობაზე.
საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სააპელაციო საჩივრის წარდგენისა და განხილვისათვის დადგენილი ვადები არ შეჩერებულა. შესაბამისად, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, პალატა სამუშაო რეჟიმში აგრძელებს დავების განხილვას დისტანციური სხდომების საშუალებით, კანონმდებლობით დადგენილი ვადების შესაბამისად.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის სააპელაციო პალატა წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე საქპატენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან, ასევე მათი დაცვის კრიტერიუმებთან, პატენტის გაცემასთან და სამრეწველო საკუთრების სხვა ობიექტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დავების განმხილველ ორგანოს.

