საქპატენტი საქმისწარმოების ახალ სისტემას ნერგავს
30 ივნისი 2020 წ.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაზე - Eflow-ზე გადადის.
Eflow, რომელიც უზრუნველყოფს ავტომატიზირებულ საქმის წარმოებას ქაღალდის გარეშე, დაეხმარება უწყებას მეტად ეფექტურად და სრულყოფილად შეასრულოს ფუნქციები. გარდა ამისა, დოკუმენტების მიმოცვლის ელექტრონული სისტემა დაზოგავს დროსა და ხარჯებს.
სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით საქპატენტის თანამშრომელთა ტრენინგი მიმდინარეობს და Eflow-ზე გადასვლა უწყებაში უახლოეს დღეებში იგეგმება.

ბოლო სიახლეები
