ENGLISH |
მოზარდებში ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქპატენტის სასწავლო ცენტრმა ჩაატარა დისტანციური ლექცია, სადაც „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ პროგრამის „იყავი მეწარმე“ მონაწილეები გაეცნენ ინტელექტუალური საკუთრების როლს და მისი დაცვის მექანიზმებს სამეწარმეო საქმიანობაში.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის „იყავი მეწარმე“ მიზანია, სკოლის მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის ბიზნესგეგმის ძირითადი კომპონენტების შესწავლით, სამეწარმეო ინიციატივების ხელშეწყობა და წახალისება. ინტელექტუალური საკუთრების, როგორც ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია.