ENGLISH |
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO), ინტელექტუალური საკუთრების უწყებების სასწავლო ცენტრებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, ორგანიზება გაუკეთა მრგვალ მაგიდას სახელწოდებით „სასწავლო ცენტრებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა“.
შეხვედრას ესწრებოდნენ WIPO-ს წევრი ქვეყნების უწყებებების წარმომადგენლები, სადაც საქპატენტის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, ანა დალაქიშვილმა, წარადგინა საქპატენტის სასწავლო ცენტრის ახალი კონცეფცია - სასწავლო მიმართულებები და წარსული გამოცდილება.
მსოფლიოში მოქმედი ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრების მიერ ერთობლივი პროექტების მხარდაჭერა ემსახურება WIPO-ს გლობალურ მიზნებს - ინტელეტუალური საკუთრების სფეროში ცნობიერების ამაღლებასა და დარგის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას.
WIPO - გაეროს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაა, რომელიც 193 სახელმწიფოს აერთიანებს და წევრი ქვეყნებისთვის უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის შემუშავებასა და ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო სისტემის ეფექტიან, დაბალანსებულ განვითარებას.