TOT-ის პროგრამის პირველი მოდული საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერებმა წარმატებით გაიარეს
19 ნოემბერი 2020 წ.
ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრის ტრენერები სწავლების ელექტრონულ რეჟიმზე აქტიურად გადასვლის მსოფლიო ტენდენციას მომზადებულები შეხვდებიან და, ამ მიმართულებით, ციფრულ ინდუსტრიასთან დაკავშირებულ აუცილებელ ცოდნას, ინსტრუმენტებსა და საჭირო უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან.
აღნიშნული შესაძლებელი გახდა ინტელექტუალური საკურების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკედემიისა და საქპატენტის თანამშრომლობის ფარგლებში, „ტრენერთა ტრენინგის“ (TOT) პროგრამის განხორციელებით, რომელიც გულისხმობს WIPO-ს აკადემიის ტრენერების მიერ გამოცდილების გაზიარებას, კონკრეტულად, დისტანციური პლატფორმების გამოყენებით ცოდნის ეფექტურად გადაცემას.
TOT სამი მოდულისგან შედგება. პირველი მოდული 15 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა და სრულად მოიცავდა დისტანციური სწავლების მეთოდებისა და მიდგომების გამომუშავებას. აღნიშნული მოდულის წარმატებით დასრულებისა და კვალიფიკაციის ამაღლების დასტურად საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერებს სერტიფიკატები გადაეცათ. მეორე და მესამე მოდული, რომლის სილაბუსი შედგება „ინტელექტუალური საკუთრების მაღალი საფეხურის სწავლებისა“ და „ტრენინგ-პროექტების შემუშავების“ პროგრამისგან 2021 წელს განხორციელდება.
საქპატენტის სასწავლო ცენტრი, რომლის სამოქმედო გეგმა ეფუძნება საქპატენტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს – ინტელექტუალური საკუთრების დარგში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მიისწრაფის სწავლების მაღალი ხარისხისკენ. ამ მიზნით, საქპატენტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მიღწეულ იქნას ამოცანა – საქპატენტს ჰყავდეს დისტანციური სწავლების მენეჯმენტის მცოდნე ტრენერები.

