მთავარი
პუბლიკაციები
პატენტრწმუნებულები
ტვინინგის პროექტი
ბიბლიოთეკა
ჩვენ შესახებ
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი
ბმულები
ENGLISH

+995 32 2 25 25 33

განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge

© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო
მთავარი პუბლიკაციები პატენტრწმუნებულები ტვინინგის პროექტი ბიბლიოთეკა ჩვენ შესახებ საჯარო ინფორმაცია კონტაქტი ბმულები
  • ყველგან
  • სათაურები
  • გვერდები
Eng
პატენტი
დიზაინი
სასაქონლო ნიშანი
საავტორო უფლება
გეოგრაფიული აღნიშვნა
ახალი ჯიში

ზოგადი ინფორმაცია

  • პატენტი, გამოგონება და სასარგებლო მოდელი
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)
  • საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაცია (IPC)
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი
  • წინასწარი ძიების სერვისი

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • ჰააგის აქტი (1960)
  • ჟენევის აქტი (1999)
  • ლოკარნოს შეთანხმება
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • საფასურები
  • ლოკარნოს კლასიფიკაცია
  • საგანაცხადო ბლანკი
  • საერთაშორისო რეგისტრაცია
  • ელექტრონული განაცხადი
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • მადრიდის შეთანხმების ოქმი
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • კლასიფიკაციები
  • საყოველთაოდ ცნობილად აღიარებული ნიშნები
  • ელექტრონული განაცხადი
  • ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაცია
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი საავტორო უფლებების შესახებ

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • ბერნის კონვენცია
  • რომის კონვენცია
  • შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ ისმო-ს ხელშეკრულება (WPPT)
  • საავტორო უფლებების შესახებ ისმოს ხელშეკრულება (WCT)
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • ელექტრონული დეპონირება
  • საფასურები

კანონმდებლობა

  • კანონი
  • პრეზიდენტის ბრძანებულება

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • TRIPS - ის შეთანხმება
  • ლისაბონის შეთანხმება
  • ორმხრივი შეთანხმებები

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • სახელმწიფო რეესტრი
  • ლისაბონის რეესტრი
  • საქართველოში დაცული უცხოური აღნიშვნები
  • საზღვარგარეთ დაცული ქართული აღნიშვნები
  • გეოგრაფიული აღნიშვნების რუკა
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • ძიება

ზოგადი ინფორმაცია

  • მცენარის ჯიში
  • ცხოველის ჯიში
  • ახალი ჯიშის დაცვა საზღვარგარეთ
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • რეგისტრაცია საზღვარგარეთ (UPOV PRISMA)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი

საქპატენტი და იუსტიციის უმაღლესი სკოლა ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ


21 მაისი 2021 წ.

ინტელექტუალური საკუთრების დარგის მიმართულებით სასამართლო სისტემის გაძლიერებაზე საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძემ და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ვანო ბოლქვაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც „მართლმსაჯულების სახლში“ გაიმართა.

„ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია დარგის პროფესიონალთა, მათ შორის  მოსამართლეთა ინსტიტუტის გაძლიერება, ვინაიდან სასამართლო სისტემა ის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია, რომელიც ხელს უწყობს დარგის წარმატებულ ინტეგრირებას გლობალურ სისტემაში“ - აღნიშნა  საუბრისას საქპატენტის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ.

თანამშრომლობის ფარგლებში, მოქმედ მოსამართლეთა პროფესიული ზრდის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო ღონისძიებების სისტემურად დანერგვა, სადაც გათვალისწინებული იქნება ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული  სასწავლო პროგრამებისა და ტრენინგ - კურსების შემუშავება.


შეხვედრაზე ვანო ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერს საქპატენტის ინიციატივას და დაეხმარება უწყებას მნიშვნელოვანი სასწავლო პროექტების განხორციელებაში. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საქპატენტი აქტიურად ჩაერთვება მოსამართლეების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში და სასწავლო ცენტრის პროგრამების ფარგლებში მათთვის  განახორციელებს საჭიროებებზე მორგებულ სასწავლო აქტივობებს.

ასევე, ყურადღება გამახვილდა, WIPO-ს აკადემიის პროგრამაზე - „მოსამართლეების ტრენინგი ინტელექტუალური საკუთრების სამართალში“. WIPO-სთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში საქპატენტი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ჩართულობით, გეგმავს აღნიშნული კურსის ქართულ ენაზე დანერგვას.

აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქპატენტისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა, ერთიანი პროექტების განხორციელება და ამ პროექტებში მოსამართლეების ჩართულობა, მნიშვნელოვნად გაზრდის მოსამართლეთა ცნობიერებას, გააღრმავებს ცოდნას ინტელექტუალური საკუთრების კუთხით და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ეფექტიან აღსრულებას.

 

  • FAQ
  • ბეჭდვა
  • გაზიარება
  • ჩანიშვნა
განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge
+995 32 2 25 25 33
© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო