საქპატენტში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი დაინერგა
27 მაისი 2021 წ.
სექსუალური შევიწროების საკითხებზე საქპატენტის თანამშრომლებისთვის გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ტრენინგი ჩატარდა. თანამშრომლებისთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა და მისი შენარჩუნება უწყებისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
„სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი პირველი საჯარო უწყება, რომელმაც ეს მექანიზმი დანერგა არის საქპატენტი. რეაგირების მექანიზმის დანერგვის შემდგომ ტრენინგების მიმდინარეობით კი გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, რაც გულისხმობს საქპატენტის თანამშრომლებში ცნობიერების ამაღლებას ამ საკითხების გარშემო“ - ამ სიტყვებით გახსნა შეხვედრის პირველი ნაწილი საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ნაღებაშვილმა.
ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული ტრენერი, გოგა ხატიაშვილი. აღნიშნული ტრენინგების ფარგლებში პარტნიორი უწყებების დახმარებით სულ 100-მდე თანამშრომელი გადამზადდება.
აქტივობა, რომელიც საქპატენტის
თანამშრომლებისთვის დისტანციურ ფორმატში
განხორციელდა, გაზრდის სექსუალური
შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების დამტკიცებული წესის ქმედითობას. „საქპატენტში“
სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების წესი“ მიმდინარე წლის 22 თებერვალს
თავმჯდომარის #46 ბრძანებით დამტკიცდა და ძალაში შევიდა.

