საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი შეუერთდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ ადმინისტრირებად ელექტრონულ სისტემას DAS-ს (Digital Access Service), რომელიც სისტემაში ჩართულ ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს საშუალებას აძლევს უსაფრთხოდ, ელექტრონული სახით, გაცვალონ პარიზის კონვენციით გათვალისწინებული, პრიორიტეტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.
სისტემის დანერგვამდე აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენა გამოგონებებზე, სასარგებლო მოდელებზე, სასაქონლო ნიშნებსა და დიზაინებზე მხოლოდ მატერიალური სახით ხორციელდებოდა. ამიერიდან, სისტემა განმცხადებლებს წევრ ქვეყნებში ზემოაღნიშნულ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე ე.წ. „კონვენციური პრიორიტეტის“ მოთხოვნის პროცედურას გაუადვილებს.
DAS სისტემის დანერგვას წინ უძღოდა საქპატენტის მიერ ცვლილებების პროექტის მომზადება შემდეგ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში:
აღნიშნულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში შეტანილი ცვლილებების ნაწილით განისაზღვრა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი და პირობები, ასევე, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით, დაიხვეწა ზოგიერთი პროცედურული საკითხი.
აღნიშნული ცვლილებები დღეს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
DAS სისტემა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3EgXbD6