ევროპის საპატენტო უწყება (EPO) ახალგაზრდა გამომგონებლებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას
17 სექტემბერი 2021 წ.
მომავალი თაობის ინოვაციური უნარების წახალისების მიზნით, EPO-ს ყოველწლიურ კონკურსს -„ევროპელი გამომგონებლის ჯილდო“, 2022 წელს ემატება ახალი ნომინაცია - „ახალგაზრდა გამომგონებელთა პრიზი“. ეს პრიზი განკუთვნილია ახალგაზრდა ინოვატორებისთვის, რომლებიც მუშაობენ ისეთი ტექნოლოგიური ინოვაციების შექმნაზე, რომელიც ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.
30 წლამდე ინოვატორს, ან ახალგაზრდა ინოვატორთა ჯგუფს, ეძლევა შესაძლებლობა, რომ შექმნილი ტექნოლოგიური ინოვაცია გააცნონ მსოფლიოს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინოს EPO-ში 2021 წლის 1 ოქტომბრამდე. თითოეული განაცხადი შემოწმდება EPO-ს მრავალპროფილიანი გამოცდილების ექსპერტების მიერ, ხოლო სამ ფინალისტს გამოავლენს „ევროპელი გამომგონებლის ჯილდო“-ს დამოუკიდებელი ჟიური. პრიორიტეტი მიენიჭება გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე პატენტის მფლობელ პირთა განაცხადებს.
გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს 20 000 ევროს ოდენობით, 10 000 და 5 000 ევრო, შესაბამისად, გადაეცემა, მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ ფინალისტებს. სურვილის შემთხვევაში, ინოვატორს ან ინოვატორთა ჯგუფს, საქართველოს ინტელეტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი დაეხმარება „ახალგაზრდა გამომგონებელთა პრიზისთვის“ განაცხადის შევსებაში.
„ახალგაზრდა გამომგონებელთა პრიზის“ ფინალისტები დასახელდებიან EPO-ს ყოველწლიური კონკურსის „ევროპელი გამომგონებლის დაჯილდოების ცერემონიამდე ექვსი კვირით ადრე, ხოლო გამარჯვებული გამოვლინდება ცერემონიალის მსვლელობის დროს 2022 წლის ივნისში.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3zd6uAd


