საქპატენტის
ორგანიზებით,
ევროკავშირისა
და
საქართველოს
ინტელექტუალური
საკუთრების
შესახებ
პროექტის
(EUGIPP) ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის დიზაინის ექსპერტებისთვის, უფლებამფლობელებისა და მოსარგებლეებისთვის გაიმართა სემინარი „დიზაინის
ეროვნულ
და
საერთაშორისო
განაცხადებზე
ექსპერტიზის
ჩატარების
შესახებ“.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ დიზაინის ექსპერტიზის ახალ სახელმძღვანელოს და მიიღეს დაწვრილებითი ინფორმაცია
პრაქტიკაში
მისი გამოყენების თაობაზე.
დიზაინის ეროვნულ და საერთაშორისო განაცხადებზე ექსპერტიზის ჩატარების ახალი სახელმძღვანელოს შემუშავებამ და მის პრაქტიკაში დანერგვამ უნდა უზრუნველყოს საქპატენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თანმიმდევრულობა და განაცხადებზე ექსპერტიზის ჩატარების ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბება. სემინარი, რომელსაც ესწრებოდნენ საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის ექსპერტები, იურიდიული და საერთაშორისო
ურთიერთობათა დეპარტამენტების თანამშრომლები, პატენტრწმუნებულები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მფლობელები და მოსარგებლეები
და საზოგადოების
სხვა დაინტერესებული პირები, ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა. სახელმძღვანელოზე მომუშავე
ინტელექტუალური
საკუთრების
ქართველმა
და
უცხოელმა
სპეციალისტებმა სემინარის მონაწილეებს გააცნეს დიზაინის განაცხადის
რეგისტრაციის
პროცედურებთან
დაკავშირებული
საკითხები,
მათ
შორის
მიმოიხილეს საქპატენტის სააპელაციო პალატაში
გასაჩივრების
პროცედურაც.
დიზაინის
ექსპერტიზის
სახელმძღვანელო
წარმოადგენს
EUGIPP პროექტის
მნიშვნელოვან შედეგს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში
ინტელექტუალური
საკუთრების
უფლებების
დაცვის
ადმინისტრაციული
ჩარჩოს
გაძლიერებას
და
ინტელექტუალური
საკუთრების
უფლებების
ადმინისტრირების
ხარისხის
გაუმჯობესებას.
ევროკავშირის
მიერ
დაფინანსებული
საერთაშორისო
თანამშრომლობის
პროექტი
- EUGIPP 2020 წლის 1 იანვრიდან მიმდინარეობს
და
მას
ევროკავშირის
ინტელექტუალური
საკუთრების
უწყება
(EUIPO) ახორციელებს.
პროექტის
ძირითადი
ბენეფიციარია
საქართველოს
ინტელექტუალური
საკუთრების
ეროვნული
ცენტრი
- „საქპატენტი“. პროექტი სამწლიანია, მისი
ბიუჯეტი
შეადგენს
1,2 მილიონ
ევროს
და
მიზნად
ისახავს
ინტელექტუალური
საკუთრების
სისტემის
მხარდაჭერას
საქართველოში.