საქართველოს გამოცდილებას გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით აზერბაიჯანის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები გაეცნენ
01 ნოემბერი 2021 წ.
საქართველოში სასწავლო
ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლებს
საქპატენტში უმასპინძლეს. სტუმრები გაეცნენ საქართველოს გამოცდილებას გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების
შესახებ.
დეტალური ინფორმაცია საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების
რეგისტრაციის პროცესის შესახებ და კრიტერიუმები,
რომლებსაც განსაკუთრებული თვისებების მქონე პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს, აზერბაიჯანის
სამინისტროების წარმომდგენლებს, საქპატენტის ბაზაზე არსებული ააიპ ორიჯინ-საქართველოს
დირექტორმა, დავით გაბუნიამ გააცნო. პრეზენტაციაზე მან
ხაზი გაუსვა იმ ძირითად სტანდარტებს, რასაც ადგენს საქართველოს
კანონი ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ.
სასწავლო ტური ტრისდორფ
აგრობიზნეს კონსალტინგის (TABCO) ორგანიზებით, პროექტ
„ტრადიციული საკვები
პროდუქტების მარკეტინგი და პოპულარიზაცია აზერბაიჯანში“ ფარგლებში განხორციელდა.
აზერბაიჯანის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლებმა ტურის
ფარგლებში მოინახულეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სურსათის საწარმოები, ადგილზე
გაეცნენ ადგილობრივი ტრადიციული პროდუქტების წარმოების პროცესს და საწარმოებში
დადგენილ სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტებს.

