WIPO-ს აკადემია ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ადგილობრივი ტრენერების გადამზადებას ახორციელებს - ტრენინგის თემაა ტრენინგ საჭიროების დიაგნოსტიკა
18 მარტი 2022 წ.
ტრენინგის კომპონენტების განსაზღვრა, ტრენინგ-საჭიროებების გამოვლენა და შეფასება, რაც უზრუნველყოფს შიდა თუ გარე აუდიტორიაზე გათვლილი სასწავლო აქტივობების უკეთ დაგეგმვასა და განხორციელებას არის მიზანი საქპატენტში ამ დღეებში მიმდინარე ხუთდღიანი ტრენინგის. ღონისძიების ორგანიზატორია საქპატენტის სასწავლო ცენტრი და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემია და მასში მონაწილეობას იღებენ WIPO-ს აკადემიის მიერ სერტიფიცირებული საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტუტორები და სასწავლო ცენტრის თანამშრომლები.
სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიაში WIPO-ს აკადემიის გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს საქპატენტის სასწავლო ცენტრში თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდების დანერგვას. აღნიშნული სწავლების პროგრამა საქპატენტის სასწავლო ცენტრისა და WIPO-ს აკადემიის თანამშრომლობის შედეგია, რომლის თანამედროვე მიდგომები და სწორი ანალიზის საფუძვლები დაეხმარება სასწავლო ცენტრის ტრენერებს კვალიფიკაციის ამაღლებასა და ცოდნის უფრო ეფექტიანად გამოყენებაში.
WIPO-ს აკადემია არის ინტელექტუალური საკუთრების სფეროში განათლების, ტრენინგისა და უნარების განვითარების საუკეთესო ცენტრი ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით განვითარებადი და ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის. აკადემია ეხმარება ადამიანური შესაძლებლობების განვითარებას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, რაც აუცილებელია ინოვაციისა და შემოქმედების ხელშეწყობისთვის.

