პირველი იმიტირებული სასამართლო პროცესის შესახებ
09 ივნისი 2017 წ.
8 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ოთხი მერვედფინალური იმიტირებული პროცესი გაიმართა. სასამართლო პროცესებში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტები, რომლებმაც 2-4 ივნისს, ბორჯომში, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სკოლის ტრენინგი გაიარეს.
იმიტირებული სასამართლო პროცესების კაზუსი ეხებოდა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებით საფუძვლებს. პროცესებზე მოსამართლეების მანტია მოირგეს საქპატენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ, თავმჯდომარის მოადგილემ სოფიო მუჯირმა და იურიდიული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა სოფიო დუმბაძემ. ჟიურის გადაწყვეტილებით 8 გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებით 6 გუნდი გადავიდა მეოთხედფინალში, რომელიც 13 ივნისს გაიმართება.

