მთავარი
პუბლიკაციები
პატენტრწმუნებულები
ტვინინგის პროექტი
ბიბლიოთეკა
ჩვენ შესახებ
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი
ბმულები
ENGLISH

+995 32 2 25 25 33

განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge

© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო
მთავარი პუბლიკაციები პატენტრწმუნებულები ტვინინგის პროექტი ბიბლიოთეკა ჩვენ შესახებ საჯარო ინფორმაცია კონტაქტი ბმულები
  • ყველგან
  • სათაურები
  • გვერდები
Eng
პატენტი
დიზაინი
სასაქონლო ნიშანი
საავტორო უფლება
გეოგრაფიული აღნიშვნა
ახალი ჯიში

ზოგადი ინფორმაცია

  • პატენტი, გამოგონება და სასარგებლო მოდელი
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)
  • საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაცია (IPC)
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი
  • წინასწარი ძიების სერვისი

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • ჰააგის აქტი (1960)
  • ჟენევის აქტი (1999)
  • ლოკარნოს შეთანხმება
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • საფასურები
  • ლოკარნოს კლასიფიკაცია
  • საგანაცხადო ბლანკი
  • საერთაშორისო რეგისტრაცია
  • ელექტრონული განაცხადი
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • მადრიდის შეთანხმების ოქმი
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • კლასიფიკაციები
  • საყოველთაოდ ცნობილად აღიარებული ნიშნები
  • ელექტრონული განაცხადი
  • ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაცია
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი საავტორო უფლებების შესახებ

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • ბერნის კონვენცია
  • რომის კონვენცია
  • შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ ისმო-ს ხელშეკრულება (WPPT)
  • საავტორო უფლებების შესახებ ისმოს ხელშეკრულება (WCT)
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • ელექტრონული დეპონირება
  • საფასურები

კანონმდებლობა

  • კანონი
  • პრეზიდენტის ბრძანებულება

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • TRIPS - ის შეთანხმება
  • ლისაბონის შეთანხმება
  • ორმხრივი შეთანხმებები

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • სახელმწიფო რეესტრი
  • ლისაბონის რეესტრი
  • საქართველოში დაცული უცხოური აღნიშვნები
  • საზღვარგარეთ დაცული ქართული აღნიშვნები
  • გეოგრაფიული აღნიშვნების რუკა
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • ძიება

ზოგადი ინფორმაცია

  • მცენარის ჯიში
  • ცხოველის ჯიში
  • ახალი ჯიშის დაცვა საზღვარგარეთ
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • რეგისტრაცია საზღვარგარეთ (UPOV PRISMA)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი

„ინტელექტუალური საკუთრება, როგორც ღირებული კომერციული აქტივი“ - EUIPO-ს აკადემიის პორტალზე ქართულენოვანი ონლაინ კურსი განთავსდა


10 მაისი 2022 წ.



საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) თანამშრომლობით, EUIPO-ს აკადემიის ელექტრონული სწავლების პორტალზე, პირველად განთავსდა არაევროკავშირის წევრი ქვეყნის ენაზე შემუშავებული ქართულენოვანი კურსი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ფარგლებში  შეიქმნა და ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის.

სასწავლო კურსი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლებათა პოტენციურ მფლობელებს, მცირე და საშუალო მეწარმეებსა და სტარტაპერებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას გაიგონ მეტი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების მნიშვნელობის შესახებ,  შეისწავლონ როდის წარმოიშობა უფლებები, როგორ ხდება მათი რეგისტრაცია, საერთაშორისო დაცვა და როგორ წარიმართება კომერციალიზაციის პროცესი. დღეიდან, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია და მიიღოს ინფორმაცია, თუ როგორ გაზარდოს შემოსავალი არამატერიალური აქტივების ხარჯზე  EUIPO-ს აკადემიის ქართულენოვანი ონლაინ კურსის მეშვეობით: https://euipo.europa.eu/knowledge/course/view.php?id=4686 

კურსის ქართულენოვანი ვერსია საკმაოდ მრავალფეროვანი და მოსახერხებელია. მისი ხანგრძლივობა 30 წუთია, მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილსა და ტექსტურ დავალებებს. კურსი შედგება 5 ვიდეორგოლისგან ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ობიექტის შესახებ, გვაძლევს კითხვებზე  პასუხებსა და განმარტებებს, და ამავდროულად მოიცავს საგამოცდო ნაწილს. კურსის მიზანია ხელი შეუწყოს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მიზნობრივი აუდიტორიის ცნობიერების ამაღლებას, IP უფლებების რეგისტრაციისა და კომერციალიზაციის გზით არამატერიალური აქტივების ზრდას, რაც დადებით აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. პირებს, რომლებიც გაივლიან სასწავლო კურსს, საგამოცდო საკითხების 70%-ის წარმატებით გადალახვის შემდგომ გადაეცემათ EUIPO-ს სერტიფიკატები.

ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება ახორციელებს ევროკავშირის სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინების რეგისტრაციას ერთი განაცხადის მეშვეობით, უზიარებს გამოცდილებას და ეხმარება პრაქტიკის ჰარმონიზებაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს და საერთაშორისო პარტნიორებს. მასთან არსებული სასწავლო აკადემიის მიზანია დარგის პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლება და ინტელექტუალური საკუთრების დარგში ინფორმაციის მაქსიმალურად ხელმისაწვდომობა.


 

 

  • FAQ
  • ბეჭდვა
  • გაზიარება
  • ჩანიშვნა
განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge
+995 32 2 25 25 33
© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო