მთავარი
პუბლიკაციები
პატენტრწმუნებულები
ტვინინგის პროექტი
ბიბლიოთეკა
ჩვენ შესახებ
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი
ბმულები
ENGLISH

+995 32 2 25 25 33

განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge

© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო
მთავარი პუბლიკაციები პატენტრწმუნებულები ტვინინგის პროექტი ბიბლიოთეკა ჩვენ შესახებ საჯარო ინფორმაცია კონტაქტი ბმულები
  • ყველგან
  • სათაურები
  • გვერდები
Eng
პატენტი
დიზაინი
სასაქონლო ნიშანი
საავტორო უფლება
გეოგრაფიული აღნიშვნა
ახალი ჯიში

ზოგადი ინფორმაცია

  • პატენტი, გამოგონება და სასარგებლო მოდელი
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)
  • საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაცია (IPC)
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი
  • წინასწარი ძიების სერვისი

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • ჰააგის აქტი (1960)
  • ჟენევის აქტი (1999)
  • ლოკარნოს შეთანხმება
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • საფასურები
  • ლოკარნოს კლასიფიკაცია
  • საგანაცხადო ბლანკი
  • საერთაშორისო რეგისტრაცია
  • ელექტრონული განაცხადი
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • მადრიდის შეთანხმების ოქმი
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • კლასიფიკაციები
  • საყოველთაოდ ცნობილად აღიარებული ნიშნები
  • ელექტრონული განაცხადი
  • ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაცია
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი საავტორო უფლებების შესახებ

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • ბერნის კონვენცია
  • რომის კონვენცია
  • შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ ისმო-ს ხელშეკრულება (WPPT)
  • საავტორო უფლებების შესახებ ისმოს ხელშეკრულება (WCT)
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • ელექტრონული დეპონირება
  • საფასურები

კანონმდებლობა

  • კანონი
  • პრეზიდენტის ბრძანებულება

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • TRIPS - ის შეთანხმება
  • ლისაბონის შეთანხმება
  • ორმხრივი შეთანხმებები

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • სახელმწიფო რეესტრი
  • ლისაბონის რეესტრი
  • საქართველოში დაცული უცხოური აღნიშვნები
  • საზღვარგარეთ დაცული ქართული აღნიშვნები
  • გეოგრაფიული აღნიშვნების რუკა
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • ძიება

ზოგადი ინფორმაცია

  • მცენარის ჯიში
  • ცხოველის ჯიში
  • ახალი ჯიშის დაცვა საზღვარგარეთ
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • რეგისტრაცია საზღვარგარეთ (UPOV PRISMA)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი

პარლამენტი საქართველოს საპატენტო კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობს


30 მაისი 2022 წ.



საქართველოს ტერიტორიაზე გამოგონებაზე პატენტის მიღების მესამე, უფრო სწრაფი და იაფი გზა ჩნდება - ევროპული პატენტის საქართველოს ტერიტორიაზე ვალიდაცია, რითაც ქვეყანა საერთაშორისო განმცხადებლებს მოიზიდავს. საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას (EPO) შორის 2019 წელს გაფორმებული ევროპული პატენტების ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი პირობა  საქართველოს კანონმდებლობაში ვალიდაციის შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებების ასახვა და მისი ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან დაახლოებაა, რაც გულისხმობს საქართველოს საპატენტო კანონის ევროპის საპატენტო კონვენციასთან (EPC) და საპატენტო კანონის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებასთან (PLT) შესაბამისობაში მოყვანას.  საქპატენტმა შესაბამისი ცვლილებებით კანონპროექტი უკვე მოამზადა და საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა. 


დღეს, 30 მაისს,  მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით წარდგა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ჩიქოვანი.მანამდე, პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენისთვის 20 მაისს განიხილეს.  


დღესდღეობით, საქართველოში გამოგონებაზე პატენტის მიღება შესაძლებელია, როგორც საქპატენტში განაცხადის პირდაპირი წარდგენით, ასევე საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების (PCT) შესაბამისად შეტანილი საერთაშორისო განაცხადის გზით. მესამე გზით, ევროპული პატენტის საქართველოს ტერიტორიაზე ვალიდაციის მეშვეობით საპატენტო დაცვის მიღება,  საკანონმდებლო პროცესის დასრულების შემდგომ იქნება შესაძლებელი.


ვალიდაციის სისტემის ამუშავებით, საქართველო დაუახლოვდება ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელობას ქვეყანაში  და  ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების მიზნების განხორციელებას. ვალიდაციის სისტემის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის ევროპულ ბაზართან  ინტეგრაციის ერთ-ერთი ხელშემწყობი წინაპირობაა და ამავდროულად გზავნილი ინვესტორებისთვის რომ საქართველო არის ევროპული საპატენტო ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, სადაც საპატენტო უფლებები დაცულია ევროპის ქვეყნებში არსებული დაცვის ხარისხის შესაბამისად.


EPO წარმოადგენს ევროპის მასშტაბით მეორე უმსხვილეს საჯარო სერვისების განმახორციელებელ ორგანიზაციას, რომელიც ატარებს გამოგონებებზე საპატენტო განაცხადების ექსპერტიზას და გასცემს ევროპულ პატენტებს. მისი საქმიანობა ევროპის მასშტაბით მიმართულია ინოვაციის, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისაკენ. 



 

 

  • FAQ
  • ბეჭდვა
  • გაზიარება
  • ჩანიშვნა
განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge
+995 32 2 25 25 33
© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო