მთავარი
პუბლიკაციები
პატენტრწმუნებულები
ტვინინგის პროექტი
ბიბლიოთეკა
ჩვენ შესახებ
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი
ბმულები
ENGLISH

+995 32 2 25 25 33

განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge

© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო
მთავარი პუბლიკაციები პატენტრწმუნებულები ტვინინგის პროექტი ბიბლიოთეკა ჩვენ შესახებ საჯარო ინფორმაცია კონტაქტი ბმულები
  • ყველგან
  • სათაურები
  • გვერდები
Eng
პატენტი
დიზაინი
სასაქონლო ნიშანი
საავტორო უფლება
გეოგრაფიული აღნიშვნა
ახალი ჯიში

ზოგადი ინფორმაცია

  • პატენტი, გამოგონება და სასარგებლო მოდელი
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)
  • საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაცია (IPC)
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი
  • წინასწარი ძიების სერვისი

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • ჰააგის აქტი (1960)
  • ჟენევის აქტი (1999)
  • ლოკარნოს შეთანხმება
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • საფასურები
  • ლოკარნოს კლასიფიკაცია
  • საგანაცხადო ბლანკი
  • საერთაშორისო რეგისტრაცია
  • ელექტრონული განაცხადი
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • მადრიდის შეთანხმების ოქმი
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • კლასიფიკაციები
  • საყოველთაოდ ცნობილად აღიარებული ნიშნები
  • ელექტრონული განაცხადი
  • ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაცია
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი საავტორო უფლებების შესახებ

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • ბერნის კონვენცია
  • რომის კონვენცია
  • შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ ისმო-ს ხელშეკრულება (WPPT)
  • საავტორო უფლებების შესახებ ისმოს ხელშეკრულება (WCT)
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • ელექტრონული დეპონირება
  • საფასურები

კანონმდებლობა

  • კანონი
  • პრეზიდენტის ბრძანებულება

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • TRIPS - ის შეთანხმება
  • ლისაბონის შეთანხმება
  • ორმხრივი შეთანხმებები

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • სახელმწიფო რეესტრი
  • ლისაბონის რეესტრი
  • საქართველოში დაცული უცხოური აღნიშვნები
  • საზღვარგარეთ დაცული ქართული აღნიშვნები
  • გეოგრაფიული აღნიშვნების რუკა
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • ძიება

ზოგადი ინფორმაცია

  • მცენარის ჯიში
  • ცხოველის ჯიში
  • ახალი ჯიშის დაცვა საზღვარგარეთ
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • რეგისტრაცია საზღვარგარეთ (UPOV PRISMA)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი

საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს


01 ივნისი 2022 წ.


ევროპული საპატენტო განაცხადის წარდგენა და მისი საქართველოში ვალიდაციის მოთხოვნა არის საქართველოში  გამოგონებაზე პატენტის მიღების მესამე, უფრო სწრაფი და იაფი გზა, რომლის დანერგვაზე მუშაობს საქპატენტი. საერთაშორისო განმცხადებლების ამ გზით მოზიდვის და საპატენტო დაცვის ევროპული სტანდარტით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას (EPO) შორის 2019 წელს გაფორმდა ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმება. შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭიროა საქართველოს საპატენტო კანონში ევროპის საპატენტო კონვენციასთან (EPC), საპატენტო კანონის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებასთან (PLT) და ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, საქპატენტმა შესაბამისი ცვლილებებით კანონპროექტი უკვე მოამზადა და საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა.

მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენისთვის მხარი უკვე დაუჭირა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა. დღეს, 1 ივნისს, კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. პარლამენტის წევრებს პროექტი წარუდგინა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ჩიქოვანი. 

“ვალიდაციის სისტემის დანერგვა  უცხოელ განმცხადებელს გაუმარტივებს საქართველოში საპატენტო დაცვის მოპოვებას ევროპული სტანდარტით. ეს არის წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა  საქართველო მიუერთდეს ევროპის საპატენტო კონვენციას (EPC) და  შესაბამისად,   გაწევრიანდეს ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში. წარმოდგენილი ცვლილებების კანონპროექტის მიზანია  სამრეწველო საკუთრებისა და საპატენტო უფლებების დაცვა ევროკავშირის  ქვეყნებში არსებული დაცვის ხარისხის შესაბამისად და ამგვარად  ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების მიზნების განხორციელების ხელშეწყობა” - განაცხადა სხდომაზე ნინო ჩიქოვანმა.  

დღესდღეობით, საქართველოში გამოგონებაზე პატენტის მიღება შესაძლებელია, როგორც საქპატენტში განაცხადის პირდაპირი წარდგენით, ასევე საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების (PCT) შესაბამისად შეტანილი საერთაშორისო განაცხადის გზით. მესამე გზით, ევროპული პატენტის საქართველოს ტერიტორიაზე ვალიდაციის მეშვეობით საპატენტო დაცვის მიღება,  საკანონმდებლო პროცესის დასრულების შემდგომ იქნება შესაძლებელი.

EPO წარმოადგენს ევროპის მასშტაბით მეორე უმსხვილეს საჯარო სერვისების განმახორციელებელ ორგანიზაციას, რომელიც ატარებს გამოგონებებზე საპატენტო განაცხადების ექსპერტიზას და გასცემს ევროპულ პატენტებს. მისი საქმიანობა ევროპის მასშტაბით მიმართულია ინოვაციის, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისაკენ.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი, დამოუკიდებელი, თვითდაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო უწყებაა, რომელიც ჩამოყალიბებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. მისი ძირითადი საქმიანობაა: ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლებების წარმოშობისა და განხორციელების უზრუნველყოფა; საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლობა; ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის განვითარებისა და სრულყოფის ხელშეწყობა, კერძოდ, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული კანონპროექტებისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შემუშავება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში.

 

 

  • FAQ
  • ბეჭდვა
  • გაზიარება
  • ჩანიშვნა
განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge
+995 32 2 25 25 33
© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო