გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის თავისებურებების გასაცნობად, ბერნში ქართული დელეგაცია იმყოფება IPI-ს მოწვევით, რომელიც შვეიცარიის კონფედერაციის გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის მნიშვნელოვანი წევრია. დელეგაციის შემადგენლობაშია საქპატენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი კასრაძე.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 4 ივლისამდე გაგრძელდება, შვეიცარიის კონფედერაციის გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემაში ჩართული საჯარო და კერძო სტრუქტურის წარმომადგენლები, ქართველ კოლეგებს შვეიცარიის კონფედერაციაში სისტემის დანერგვის გამოცდილებას გაუზიარებენ. სასწავლო პროგრამა მოიცავს შეხვედრებს შვეიცარიის კონფედერაციის სოფლის მეურნეობის ფედერალური უწყების და სერტიფიცირების ორგანოს წარმომადგენლებთან. ვიზიტი ითვალისწინებს გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული საქონლის მწარმოებელ ასოციაციებში საველე ტიპის ვიზიტებს და სხვადასხვა ცნობილი პროდუქტის, მათ შორის ყველი „გრუიერის“ წარმოების არეალის და საწარმოს დათვალიერებას.
IPI არის, შვეიცარიის კონფედერაციაში ინტელექტუალური საკუთრების უწყება, რომელიც წარმოადგენს შვეიცარიის კონფედერაციის ინტერესებს საერთაშორისო არენაზე და ახდენს ინტელექტუალური საკუთრების ყველა ობიექტის ადმინისტრირებას.