საქპატენტში შვეიცარიის კონფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური ინსტიტუტის (IPI) წარმომადგენლებს უმასპინძლეს
13 სექტემბერი 2022 წ.
საქპატენტის სათავო
ოფისში, საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ჩიქოვანმა, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კასრაძემ და გამოგონების და ახალი ჯიშების დეპარტამენტის
უფროსმა, მერაბ კუციამ, „საქართველო-შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების პროექტის (GESIP)
(Georgian-Swiss Intellectual Property Project (GESIP)“ ფარგლებში, შეხვედრა გამართეს
შვეიცარიის კონფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური ინსტიტუტის (IPI) წარმომადგენლებთან,
ზეინაბ გაფურისთან და ერიკ თევენოსთან. პროექტი შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო
სამდივნოს (SECO) მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის და საპატენტო სისტემების განვითარების ხელშეწყობას.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საჯარო უწყებების, გეოგრაფიული აღნიშვნების
მწარმოებლებისა და
მწარმოებელთა ასოციაციების ინსტიტუციური გაძლიერების გზებზე, რომელთა
გამოსაკვლევად და წინადადებების შესამუშავებლად, გასული წლიდან, პროექტის დაგეგმვის ფაზაში, შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების ინსტიტუტის წარმომადგენლების მიერ ჩატარდა საჭიროებების იდენტიფიცირების ღონისძიებები, მათ
შორის, გასაუბრებები ვირტუალურ ფორმატში გეოგრაფიული აღნიშვნების
დაცვის სისტემაში ჩართულ სახელწიფო და კერძო სექტორის
წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე
ყურადღება გამახვილდა საქართველოს სოციალურ
- ეკონომიკურ განვითარებაში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტიანი გამოყენების მნიშვნელობასა
და ინტელექტუალური საკუთრების მომხმარებლებისთვის უკეთესი სერვისების მიწოდების აუცილებლობაზე.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქპატენტში მოქმედების თავისუფლების (საპატენტო სიწმინდის
ძიების) სერვისის დანერგვის პერსპექტივა და პროექტის ფარგლებში ამ მიზნით დაგეგმილი
ექსპერტების ტრენინგების განრიგი და შინაარსი, ასევე მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით
საპატენტო ძიებასთან დაკავშირებული პრაქტიკის საკითხები. შეხვედრის დასასრულ მხარეებმა დასახეს და განსაზღვრეს
შემდგომი თანამშრომლომის მიზნები და ამოცანები.
„საქართველო-შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების პროექტი (GESIP) 2022 წლის პირველ აგვისტოს დაიწყო და 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტს ახორციელებს შვეიცარიის კონფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური ინსტიტუტი (IPI) საქპატენტთან მჭიდრო თანამშრომლობით.

