მთავარი
პუბლიკაციები
პატენტრწმუნებულები
ტვინინგის პროექტი
ბიბლიოთეკა
ჩვენ შესახებ
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი
ბმულები
ENGLISH

+995 32 2 25 25 33

განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge

© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო
მთავარი პუბლიკაციები პატენტრწმუნებულები ტვინინგის პროექტი ბიბლიოთეკა ჩვენ შესახებ საჯარო ინფორმაცია კონტაქტი ბმულები
  • ყველგან
  • სათაურები
  • გვერდები
Eng
პატენტი
დიზაინი
სასაქონლო ნიშანი
საავტორო უფლება
გეოგრაფიული აღნიშვნა
ახალი ჯიში

ზოგადი ინფორმაცია

  • პატენტი, გამოგონება და სასარგებლო მოდელი
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)
  • საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაცია (IPC)
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი
  • წინასწარი ძიების სერვისი

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • ჰააგის აქტი (1960)
  • ჟენევის აქტი (1999)
  • ლოკარნოს შეთანხმება
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • საფასურები
  • ლოკარნოს კლასიფიკაცია
  • საგანაცხადო ბლანკი
  • საერთაშორისო რეგისტრაცია
  • ელექტრონული განაცხადი
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • მადრიდის შეთანხმების ოქმი
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • კლასიფიკაციები
  • საყოველთაოდ ცნობილად აღიარებული ნიშნები
  • ელექტრონული განაცხადი
  • ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაცია
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი საავტორო უფლებების შესახებ

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • ბერნის კონვენცია
  • რომის კონვენცია
  • შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ ისმო-ს ხელშეკრულება (WPPT)
  • საავტორო უფლებების შესახებ ისმოს ხელშეკრულება (WCT)
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • ელექტრონული დეპონირება
  • საფასურები

კანონმდებლობა

  • კანონი
  • პრეზიდენტის ბრძანებულება

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • TRIPS - ის შეთანხმება
  • ლისაბონის შეთანხმება
  • ორმხრივი შეთანხმებები

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • სახელმწიფო რეესტრი
  • ლისაბონის რეესტრი
  • საქართველოში დაცული უცხოური აღნიშვნები
  • საზღვარგარეთ დაცული ქართული აღნიშვნები
  • გეოგრაფიული აღნიშვნების რუკა
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • ძიება

ზოგადი ინფორმაცია

  • მცენარის ჯიში
  • ცხოველის ჯიში
  • ახალი ჯიშის დაცვა საზღვარგარეთ
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • რეგისტრაცია საზღვარგარეთ (UPOV PRISMA)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი

სოსო გიორგაძე USAID საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორსა და USAID საქართველოს ეკონომიკური პროგრამების ხელმძღვანელებს შეხვდა


16 იანვარი 2023 წ.




საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე  სოსო გიორგაძე, მოადგილეებთან, ნინო ჩიქოვანთან და მანანა ფრუიძესთან ერთად USAID საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორ მარიკა ოლსონს, ასევე ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მმართველობის პროგრამების ხელმძღვანელებს  მარკ მაკკორდისა და ნატალია ბერუაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე იმსჯელეს საქპატენტისა და USAID-ის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ, ასევე განიხილეს  2023 წლის გეგმები. 


ყურადღება გამახვილდა ონლაინ მეკობრეობის წინააღმდეგ პოლიტიკის ჩარჩოს გაუმჯობესებასა და ონლაინ სივრცეში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის საკითხზე. აღსანიშნავია, რომ  თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა საქართველოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს ინტერნეტ სერვის პროვაიდერების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, მათ შორის ონლაინ სივრცეში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის ახალი ე.წ. „შეტყობინება-აღების“ მექანიზმის დასანერგად.

 

კიდევ ერთი ერთობლივი მნიშვნელოვანი პროექტია „ახალგაზრდებში ცნობიერების დონის ამაღლება, შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორში მაღალანაზრაურებადი პროფესიებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შესახებ“, რომლის  ფარგლებში, საინფორმაციო სესიები გაიმართა სკოლის მოსწავლეებისათვის. სესიებში მონაწილეობდნენ მოსწავლეები საქართველოს 25 სკოლიდან, მათ შორის იყვნენ აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები. აღნიშნული პროექტი 2023 წელსაც გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.


შეხვედრაზე  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის კუთხით არსებულ გამოწვევებს.  ამ მიზნით, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით განხორციელდა რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევა - „შემოქმედებითი ინდუსტრიების შეფასება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების კოლექტიური მართვის შესახებ საქართველოში“, რომელიც წარმოდგენილი იყო ერთობლივად ორგანიზებული საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის შეხვედრის ფორმატში. კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობაში, კერძო სექტორსა და უფლებების მფლობელებში დაბალია ცნობიერება კოლექტიური მართვის ორგანიზაციების საქმიანობის არსისა და  ფუნქციების შესახებ. ხარვეზები შეინიშნება მათი საქმიანობის გამჭვირვალობის ფუნდამენტური კრიტერიუმების კუთხით. კერძოდ, ბუნდოვანია ჰონორარის შეგროვების, განაწილებისა და სიხშირის პროცესი. 


თავის მხრივ, სოსო გიორგაძემ შეხვედრის მონაწილეებს დაუდასტურა, რომ საქპატენტისათვის პრიორიტეტად რჩება საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის საკითხი. აღსანიშნავია, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ მართვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადების მიზნით,  აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP), USAID-ის, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტისა და საქპატენტის ერთობლივი აქტივობის ფარგლებში, დაიგეგმა მორიგი სამუშაო შეხვედრა, სადაც მხარეები განიხილავენ  საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის სისტემის გაუმჯობესებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს.  გარდა ამისა, საქპატენტმა კოლექტიური მართვის ორგანიზაციას, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას, უკვე აცნობა დაგეგმილი აუდიტორული შემოწმების თაობაზე. აუდიტის მიზანი ავტორთა ქონებრივი უფლებების  მართვის სფეროში, მათ შორის ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების პროცესებში არსებული ხარვეზების, ასევე სხვა გამოწვევების იდენტიფიცირებაა. 



 

  • FAQ
  • ბეჭდვა
  • გაზიარება
  • ჩანიშვნა
განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge
+995 32 2 25 25 33
© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო