მთავარი
პუბლიკაციები
პატენტრწმუნებულები
ტვინინგის პროექტი
ბიბლიოთეკა
ჩვენ შესახებ
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი
ბმულები
ENGLISH

+995 32 2 25 25 33

განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge

© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო
მთავარი პუბლიკაციები პატენტრწმუნებულები ტვინინგის პროექტი ბიბლიოთეკა ჩვენ შესახებ საჯარო ინფორმაცია კონტაქტი ბმულები
  • ყველგან
  • სათაურები
  • გვერდები
Eng
პატენტი
დიზაინი
სასაქონლო ნიშანი
საავტორო უფლება
გეოგრაფიული აღნიშვნა
ახალი ჯიში

ზოგადი ინფორმაცია

  • პატენტი, გამოგონება და სასარგებლო მოდელი
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)
  • საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაცია (IPC)
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი
  • წინასწარი ძიების სერვისი

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • ჰააგის აქტი (1960)
  • ჟენევის აქტი (1999)
  • ლოკარნოს შეთანხმება
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • საფასურები
  • ლოკარნოს კლასიფიკაცია
  • საგანაცხადო ბლანკი
  • საერთაშორისო რეგისტრაცია
  • ელექტრონული განაცხადი
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • მადრიდის შეთანხმების ოქმი
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • კლასიფიკაციები
  • საყოველთაოდ ცნობილად აღიარებული ნიშნები
  • ელექტრონული განაცხადი
  • ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაცია
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი საავტორო უფლებების შესახებ

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • ბერნის კონვენცია
  • რომის კონვენცია
  • შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ ისმო-ს ხელშეკრულება (WPPT)
  • საავტორო უფლებების შესახებ ისმოს ხელშეკრულება (WCT)
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • ელექტრონული დეპონირება
  • საფასურები

კანონმდებლობა

  • კანონი
  • პრეზიდენტის ბრძანებულება

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • TRIPS - ის შეთანხმება
  • ლისაბონის შეთანხმება
  • ორმხრივი შეთანხმებები

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • სახელმწიფო რეესტრი
  • ლისაბონის რეესტრი
  • საქართველოში დაცული უცხოური აღნიშვნები
  • საზღვარგარეთ დაცული ქართული აღნიშვნები
  • გეოგრაფიული აღნიშვნების რუკა
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • ძიება

ზოგადი ინფორმაცია

  • მცენარის ჯიში
  • ცხოველის ჯიში
  • ახალი ჯიშის დაცვა საზღვარგარეთ
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • რეგისტრაცია საზღვარგარეთ (UPOV PRISMA)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი

ინტელექტუალური საკუთრების შესახებ 700 გაკვეთილი ჩატარდა, რომელსაც 2200 მოსწავლე დაესწრო


22 თებერვალი 2023 წ.




პროექტი „კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრების სწავლება საქართველოს სკოლებში“ დასრულდა. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის  და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) მიერ ორგანიზებული პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა სასკოლო განათლებაში ინტელექტუალური საკუთრების სწავლების დანერგვას, ინტელექტუალური საკუთრების სწავლების მეთოდოლოგიაში გადამზადდა 28 სკოლის 108 მასწავლებელი. მათ განვლილ სასწავლო პერიოდში ჩაატარეს 700 გაკვეთილი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ. გაკვეთილებს ესწრებოდა ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების 2200 მოსწავლე. მასწავლებლების გადამზადების პროგრამა მოიცავდა ინტელექტუალური საკუთრების საფუძვლების შესწავლასა და პრაქტიკულ მეცადინეობებს. პროექტი ითვალისწინებდა, აგრეთვე, მასწავლებლების უზრუნველყოფას ქართულ ენაზე გამოცემული გზამკვლევით, გაკვეთილების გეგმებით, წიგნებით, ბროშურებით, სამაგიდო თამაშებითა და სხვა საჭირო ნივთებით. 

22 თებერვალს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა პროექტის შედეგების პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე სოსო გიორგაძესთან და ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ხელმძღვანელ მარტინ მარიანოვთან ერთად ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტში ჩართული სკოლების დირექტორები და მასწავლებლები. შეხვედრას დაესწრო, აგრეთვე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი. 

„კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრების სწავლება საქართველოს სკოლებში“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EUGIPP-ის ნაწილია, რომელსაც საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მხარდაჭერის მიზნით სამი წელია ახორციელებს EUIPO. ღონისძიებაზე, პროექტის შედეგების საილუსტრაციოდ, წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ მიღებული ცოდნისა და შემოქმედებითი უნარების საფუძველზე შექმნილი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები – სხვადასხვა დარგის მცირე გამოგონებები, საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებები, დიზაინერული ნაწარმი და სასაქონლო ნიშნები.  


 

  • FAQ
  • ბეჭდვა
  • გაზიარება
  • ჩანიშვნა
განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge
+995 32 2 25 25 33
© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო