ინტელექტუალური საკუთრების უფლებების
აღსრულების ეფექტიანი მექანიზმების შემუშავების და კონტრაფაქციასა თუ მეკობრეობასთან ბრძოლის თანამედროვე
ტენდენციების გაცნობის მიზნით, 24-25 ივლისს, ბათუმში გაიმართება რიგით მე-7 საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველო
კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქპატენტი
და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების
პროგრამა (CLDP).
კონფერენციის მიმდინარეობისას, ორი დღის განმავლობაში, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საქპატენტის ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი უწყებების წარმომადგენლები და დარგობრივი სპეციალისტები იმსჯელებენ კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე სხვადასხვა მიმართულებით. კონფერენციის მონაწილეები გაეცნობიან ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებისა და დაცვის თანამედროვე მიდგომებსა და პრაქტიკულ გამოცდილებას. კონფერენციის ფარგლებში მხარეებს შორის საქმიანი დიალოგის გამართვა დაეხმარება ურთიერთობების გაღრმავებასა და უფრო კოორდინირებული ქმედითი ღონისძიებების გატარებას, რაც ხელს შეუწყობს კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებული გამოწვევების ურთიერთთანამშრომლობის გზით დაძლევას.
დაინტერესების შემთხვევაში, კონფერენციაზე დასწრების მიზნით, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგი სარეგისტრაციო ბმულის საშუალებით: