ENGLISH |
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თანამშრომლებთან საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მონაწილეებს 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია ცესკოს საარჩევნო კომისიების მართვის განყოფილების უფროსმა რევაზ ეგაძემ მიაწოდა.
შეხვედრის მიმდინარეობისას გაიმართა იმიტირებული კენჭისყრა და ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.
შეგახსენებთ, რომ, საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად, პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება და მოახლოებული არჩევნებისთვის ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.