ENGLISH |
29 სექტემბერს (2016 წ.), საქპატენტმა უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, კიევის სამართლის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ იური ბოშიტსკის უმასპინძლა. შეხვედრაზე, საქპატენტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ და პროფესორმა ბოშიტსკიმ ისუბრეს უკრაინასა და საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ხაზი გაუსვეს ამ კუთხით საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე, დასახეს ერთობლივი თანამშრომლობის გეგმები საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრის ფარგლებში. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. გარდა ამისა, საქპატენტის თავმჯდომარე ოფიციალურად მიწვეულ იქნა კიევის სამართლის უნივერსიტეტში ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე სტუდენტებისათვის ლექციის წასაკითხად.