საქართველოს პატენტრწმუნებულთა პირველი საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნა
29 სექტემბერი 2025 წ.
სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2025 წლის 29 სექტემბრის № 327 ბრძანებით დაინიშნა საქართველოს პატენტრწმუნებულთა პირველი საკვალიფიკაციო გამოცდა.
საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდეგ სპეციალიზაციებში:
• საერთო სპეციალიზაცია;
• სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაცია.
თითოეულ სპეციალიზაციაში საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება 2 ეტაპად და მოიცავს ტესტირებასა და წერით გამოცდას. გამოცდა ტარდება ფიზიკურ ფორმატში, წერილობით, სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.
გამოცდების ჩატარების თარიღები:
• I ეტაპი – ტესტირება: 29 ნოემბერი, 2025 წელი;
• II ეტაპი – წერითი გამოცდა: 13 დეკემბერი, 2025 წელი.
გამოცდის ჩატარების ადგილი:
სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი. მის.: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №1
გამოცდაზე რეგისტრაციის პროცედურა და ვადა:
გამოცდის ჩაბარების მსურველებმა 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ შევსებული საგანაცხადო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exam.patentattorney@sakpatenti.gov.ge
სარეგისტრაციო განაცხადს თან უნდა ერთოდეს:
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ელექტრონული ასლი;
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ელექტრონული ასლი (სპეციალიზაციის შესაბამისად);
• პირადი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე;
• ფოტოსურათი (3X4 ფორმატი);
• გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გამოცდაში მონაწილეობის საფასური
საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 250 ლარს. გადახდა უნდა მოხდეს რეგისტრაციისას საბანკო ანგარიშზე, რომლის რეკვიზიტებია:
საიდენტიფიკაციო კოდი: 203 831 363
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
სახაზინო კოდი/ანგარიშის ნომერი: 707 807 519
დანიშნულებაში აუცილებლად უნდა მიეთითოს: პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის საფასური.
სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დასტურდება მონაცემებისა და დოკუმენტაციის შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან.
საგამოცდო პროგრამა
საგამოცდო პროგრამა განსაზღვრულია „საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2025 წლის 31 იანვრის №11 ბრძანებით.
დანართები:
· ბრძანება № 327 გამოცდის დანიშვნის თაობაზე
· გამოცდაზე სარეგისტრაციო განაცხადის ფორმა
· ინტელექტუალური საკუთრების სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების კრებული;
· ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა დაშეთანხმებების კრებული
· „საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა დასაგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა დაგაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპსაქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2025 წლის 31 იანვრის №11 ბრძანება
· საგამოცდო პროგრამა – ბრძანებისდანართი 1
· სერტიფიკატისფორმა – ბრძანების დანართი 2
· საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ კანონი
საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ.:
+995 32 2 25 25 33
ელფოსტა: exam.patentattorney@sakpatenti.gov.ge


