საქპატენტი მე-5 ადგილზეა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2016 წლის რეიტინგში
28 სექტემბერი 2016 წ.
საქპატენტს IDFI-ის სიგელი კიდევ ერთხელ გადაეცა. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი დასახელდა 55 სახელმწიფო უწყებას შორის, რომელსაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აქვს. საქართველოში ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულების დაჯილდოების ცერემონიალი, ინფორმაციაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღეს, 28 სექტემბერს (2016 წ.) სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა.
ღონისძიებას, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით, მე-7 წელია ატარებს საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).
აღსანიშნავია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საქვეუწყებო და სხვა საჯარო დაწესებულების რეიტინგში საქპატენტი მეორე ადგილზეა.

