ENGLISH |
26 სექტემბერს, თბილისს სამუშაო ვიზიტით ეწვია ავსტრიის საპატენტო ოფისის (APO) დელეგაცია, პრეზიდენტის, მარიანა კარეპოვას ხელმძღვანელობით. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტისა და APO-ს წარმომადგენლებს შორის საქპატენტის ოფისში გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, სადაც განიხილეს თანამშრომლობის საკითხები. უწყების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, სადაც ასახული იქნება ერთობლივი ღონისძიებების ნუსხა: კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საქპატენტის ექსპერტებისთვის ტრეინინგები ავსტრიაში; კონსულტაციები საინოვაციო საქმიანობის განვითარებასთან და საპატენტო ვაუჩერების პროგრამასთან დაკავშირებით; ავსტრიელი ექსპერტების მონაწილეობით სასწავლო კურსის გამართვა საქპატენტის სასწავლო ცენტრში.
დელეგაციის წევრები ერთი კვირის განმავლობაში დარჩებიან საქართველოში და გამოცდილების გაზიარების მიზნით საქპატენტის ექსპერტებთან გამართავენ სამუშაო შეხვედრებს.