ბუდაპეშტის უნივერსიტეტში WIPO-ს ახალი სამაგისტრო პროგრამა დაინერგა
17 აპრილი 2026 წ.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და უნგრეთის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (HIPO) სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტში ახალი საერთაშორისო ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა დაინერგა. პროგრამა 2026 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება და მიზნად ისახავს პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის, ლიცენზირებისა და კომერციალიზაციის სფეროში, ასევე მომავალი პროფესიონალების ინტერდისციპლინარულ მომზადებას სამართალში, ეკონომიკასა და ბიზნესში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში WIPO-ს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) და საქპატენტის ერთობლივი ძალისხმევით 2025 წლიდან დაინერგა საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“.
უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი გასულ წელს მიიღო. ერთწლიანი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტში. სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს უნიკალურ საგანმანათლებლო ინიციატივას, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს.
ნიშანდობლივია, რომ WIPO-სა და წევრი ქვეყნების თანამშრომლობით საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამების დანერგვა არა მხოლოდ უწყობს ხელს კონკრეტული ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეკოსისტემის გაძლიერებას საგანმანათლებლო და პროფესიული მიმართულებით, არამედ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია და დაიმკვიდრონ ღირსეული ადგილი გლობალურ ბაზარზე.
ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://www.uni-corvinus.hu/post/landing-page/masters/msc-in-intellectual-property-management/?lang=en