საქპატენტმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლა
01 მაისი 2026 წ.
საქპატენტის სათავო ოფისს ენერგეტიკის
ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის „საინჟინრო მენეჯმენტის“ სტუდენტები სასწავლო ვიზიტის
ფარგლებში ეწვივნენ. საქპატენტში სტუდენტები გაეცნენ სასაქონლო ნიშნების,
გეოგრაფიული აღნიშვნების, დიზაინის, გამოგონებებისა და, ასევე მცენარეთა ახალი ჯიშების
მიმართულებით მიმდინარე საქმიანობას.
იზიტის მიზანია სტუდენტებისთვის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ჩარჩოსა და სამუშაო პროცესების საქმიან გარემოში გაცნობა. მსგავსი პრაქტიკა ხელს უწყობს როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ისე ინტელექტუალური საკუთრების სისტემის ფუნქციონირების შესახებ კომპლექსური ხედვის ჩამოყალიბებას. ამასთან, სტუდენტებმა მოისმინეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ტექნოლოგიური ინოვაციების კომერციალიზაციას.
აღნიშნული აქტივობა განხორციელდა საქპატენტსა
და სტუ-ს შორის 2021 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის
საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც მხარეები მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით ახორციელებენ
ერთობლივ საგანმანათლებლო და პრაქტიკულ ინიციატივებს.
საქპატენტისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდებში ინტელექტუალური საკუთრების სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათი ჩართულობის ხელშეწყობა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში, სტაჟირებებსა და პრაქტიკულ აქტივობებში.