საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტსა“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
23 აგვისტო 2016 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტსა“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რასაც ხელი მოაწერეს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა და „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ.
მემორანდუმი ითვალიწინებს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის პოპულარიზაციას და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის განვითარებას. მემორანდუმის ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროში მოეწყობა ერთობლივი ტრენინგები, სამეცნიერო კონფერენციები, დაიგეგმება პროექტები, რომლებიც გამომძიებელთა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებული თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისკენ იქნება მიმართული.
საგამოძიებო სამსახურსა და „საქპატენტს“ შორის, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში კანონდარღვევების ფაქტების გამოვლენა - აღკვეთის მიზნით, მოხდება საჭირო ინფორმაციის გაცვლა და კანონით დაშვებული სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება. ასევე, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან დაიგეგმება საქმიანი თანამშრომლობა. საგამოძიებო სამსახურსა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტს“ შორის პროფესიული თანამშრომლობა ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვას შეუწყობს ხელს.

