საქპატენტის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მთავრობათშორისი კომიტეტის (IGC) სესიის მუშაობაში
28 სექტემბერი 2026 წ.


WIPO-ს ორგანიზებით
ჟენევაში გაიმართა ინტელექტუალური საკუთრების, გენეტიკური რესურსების, ტრადიციული ცოდნისა
და ფოლკლორის შესახებ WIPO-ს მთავრობათშორისი
კომიტეტის (IGC) რიგით 53-ე სესია. ღონისძიების
ძირითადი მიზანი იყო საერთაშორისო დისკუსიის გამართვა ტრადიციული ცოდნის, კულტურული
გამოხატულებებისა და გენეტიკური რესურსების დაცვის საკითხებზე.
სესიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ანუკი ობოლაძემ.
სესიის მიმდინარეობისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნების მკვიდრი მოსახლეობისა და ადგილობრივი თემების ჩართულობას ზემოაღნიშნული საკითხების განხილვის პროცესში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ინტელექტუალური საკუთრების სისტემასთან მათი ინტერესების ურთიერთკავშირის უზრუნველყოფა. სესიის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო სესიები. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება, მათ ყურადღება გაამახვილეს ტრადიციული ცოდნისა და კულტურული გამოხატულებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, რაც ხელს შეუწყობს ამ საკითხებთან დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავების გაძლიერებას.
WIPO-ს ინტელექტუალური საკუთრების, გენეტიკური რესურსების, ტრადიციული ცოდნისა და ფოლკლორის შესახებ მთავრობათშორისი კომიტეტი 2000 წელს დაარსდა. კომიტეტი წლების განმავლობაში წარმოადგენს მთავარ საერთაშორისო პლატფორმას აღნიშნულ სფეროში მრავალმხრივი მოლაპარაკებებისა და გამოცდილების გაცვლისთვის.