საქპატენტის რთველში ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის ბავშვები მესამე წელია მონაწილეობენ
17 ოქტომბერი 2026 წ.


საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისის ვენახში რთველი გაიმართა. ყურძნის კრეფის პროცესში მონაწილეობდნენ საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე თანამშრომლებთან ერთად და ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარები, ასევე, მათი მშობლები და ცენტრის ხელმძღვანელი ნანა გოგოჭური.
ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელებისთვის საქპატენტის რთველში მონაწილეობა უკვე ტრადიციად იქცა. წელს ისინი ვაზის ზეიმს მესამედ შეუერთდნენ და ყურძნის კრეფის პროცესშიც აქტიურად ჩაერთნენ.
საქპატენტი სტუმრებს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცოდნის გაღრმავებისა და ამ სფეროს უკეთ გაცნობის შესაძლებლობასაც აძლევს. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ბენეფიციარების ინფორმირებულობის ზრდას და მათთვის დარგის საფუძვლების გაცნობას, რაც მომავალში, სურვილის შემთხვევაში, პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენის შესაძლებლობასაც შეუწყობს ხელს.
საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისის ტერიტორიაზე ვენახის მოვლა და ყურძნის მოყვანა დამკვიდრებული ტრადიციაა. ვენახში ქართული ვაზის 29 ჯიში ხარობს, მათ შორის რქაწითელი, ხიხვი, ქისი და შავკაპიტო.
ბოლო სიახლეები