მოლდოვას დელეგაციის ვიზიტი საქართველოში
16 მარტი 2016 წ.
საქართველოში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ მოლდოვას ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სააგენტოს (AGEPI)- გენერალური დირექტორი ოქტავიან აპოსტოლი და მისი მოადგილე სვეტლანა მუნტენუ. 21 მარტს (2016 წ.) ორმხრივი შეხვედრა შედგა უწყებების ხელმძღვანელ პირებს შორის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში -საქპატენტში. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ინტელექტუალური საკუთრების სისტემები და გამოწვევები საქართველოსა და მოლდოვაში, ისაუბრეს ერთობლივი თანამშრომლობის გეგმებზე, რათა უკეთესად შეასრულონ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს , ღვინის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის, წარმომადგენლებთან, ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მიზნით.

