საქპატენტში პატერნტრწმუნებულებთან შეხვედრა გაიმართა
19 თებერვალი 2016 წ.
19 თებერვალს, საქპატენტის თბილისის ოფისში პატენტრწმუნებულებთან შეხვედრა გაიმართა. საქპატენტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ, მოწვეულ სტუმრებს ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა, სადაც საქპატენტის აქტიური და ქმედითი საქმიანობის შედეგად წინსვლა დაფიქსირდა.
ნიკოლოზ გოგილიძემ აღნიშნა, რომ 2015 წელს სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების საფუძველზე, საგრძნობლად გაიზარდა სასაქონლო ნიშნების განაცხადების რაოდენობა და იკლო სააპელაციო საჩივრების რიცხვმა, ასევე, იმატა სააპელაციო პალატის მიერ დაკმაყოფილებული საჩივრების რაოდენობამ. მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო უწყებებთან თანამშრომლობით მიღწეულ წარმატებებზე. შეხვედრაზე საქპატენტის თავმჯდომარემ მოისმინა პატენტრწმუნებულების შენიშვნები, რჩევები და რეკომენდაციები, რაც, მისი აზრით, გათვალისწინებული და გაზიარებული იქნება საქპატენტის შემდგომი მუშაობის პროცესში. ნიკოლოზ გოგილიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საერთაშორისო ღონისძიებების ჩამონათვალი, სადაც მნიშვნელოვანი იქნება პატენტრწმუნებულების მონაწილეობა.

