საფასურები
საფასურების გადახდა
2026 წლის 26 ოქტომბრიდან ამოქმედდა საფასურების გადახდის ახალი სისტემა: საქპატენტის ყველა მომსახურებისა და ქმედების საფასურის გადახდა შესაძლებელია საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში დაგენერირებული ინვოისის უნიკალური ნომრით ინტერნეტ/მობილბანკის, სწრაფი გადახდის აპარატის ან ბანკის ოპერატორის მეშვეობით.
2026 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ ძველი მეთოდით (სახაზინო კოდით) გადახდილი საფასურები დაგიბრუნდებათ ანგარიშზე. გადახდილი თანხის უკან დაბრუნებისათვის საქპატენტის ელექტრონულ სისტემაში უნდა დააფიქსიროთ „მოთხოვნა თანხის დაბრუნების შესახებ“.
2026 წლის 26 ოქტომბრამდე დაგენერირებული ინვოისებისთვის, სისტემა იძლევა ძველი მეთოდით (სახაზინო კოდით) გადახდის შესაძლებლობას.
გადახდის დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე.
საბანკო რეკვიზიტები, მხოლოდ 2026 წლის 26 ოქტომბრამდე დაგენერირებული ინვოისებისთვის:
საიდენტიფიკაციო კოდი - 203831363
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი (GEL) - 707807132