"ღვინის ცივილიზაციის ცენტრში" გამოფენა "საქართველო - მეღვინეობის აკვანი" გაიხსნა
31 ივლისი 2017 წ.
31 ივლისს, საფრანგეთის ქალაქ ბორდოს „ღვინის ცივილიზაციის ცენტრში“ გაიხსნა გამოფენა -„საქართველო - მეღვინეობის აკვანი“. მევენახეობა - მეღვინეობის გამოფენათა ციკლის გახსნის დიდი პატივი ქართული ვენახების გაშენებისა და ვაზის მოვლის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციითაა განპირობებული და იმ სახელმწიფოებრივი პოლიტიკის გატარებით, რამაც ხელი შეუწყო ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ფართო ასპარეზზე წარმოჩენას. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების თანაორგანიზატორია და, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობს ღონისძიების წარმართვის პროცესში. საქპატენტის მხრიდან გამოფენის გახსნას ესწრებიან თავჯდომარის მოადგილე სოფიო მუჯირი და საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ნათია ფოფხაძე.

