ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP)
23 სექტემბერი 2017 წ.
23-25 სექტემბერს, ქალაქ ბათუმში, ქართველი მოსამართლეების მონაწილეობით შედგება სამუშაო შეხვედრა თემაზე: "სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა ინტელექტუალური საკუთრების საქმეებთან დაკავშირებით", რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) და საქართველოში ამერიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართება.
შეხვედრაზე ამერიკელი მოსამართლეები ქართველ კოლეგებს გაუზიარებენ ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს გამოცდილებას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებულ დავებზე. ასევე, საქპატენტის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებენ საქპატენტის სააპელაციო პალატის და საქართველოს სასამართლოების პრაქტიკაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით, მოისმენენ ამერიკელი მოსამართლეების მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს.
ამერიკის შეერთებული შტატების ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს და დაეხმარება ქართველ მოსამართლეებს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იმპლემენტაციაში.

