აშშ-ს კონგრესის თანამშრომელთა ვიზიტი საქპატენტში
02 ოქტომბერი 2019 წ.
დღეს, 2 ოქტომბერს (2019 წ.), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ოფისში, გაიმართა უწყების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირთა შეხვედრა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აშშ-ს კონგრესის თანამშრომლებთან. მხარეებმა აღნიშნეს ურთიერთთანამშრომლობით მიღწეული წარმატებები და განიხილეს სამომავლო გეგმები.
აღნიშნულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, არსებული სიახლეები.
როგორც ცნობილია, ამერიკელი პარტნიორების დახმარებით საქპატენტმა განახორციელა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის, შეიქმნა ელექტრონული საქმისწარმოების სისტემა, ჩატარდა ღონისძიებები, რომელთა მიზანსაც, მათ შორის, საზოგადოების ცნობიერების, საქპატენტის თანამშრომელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება წარმოადგენდა.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში 5 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
