განცხადება
14 მარტი 2020 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, საქართველოში კორონავირუსის (COVID - 19) გავრცელების პრევენციის მიზნით, მოუწოდებს განმცხადებლებს გადაუდებელი აუცილებლობის გარდა თავი შეიკავონ საქპატენტის ოფისებში ვიზიტისგან და გამოიყენონ უწყების ელექტრონული განაცხადების სისტემა (www.sakpatenti.gov.ge).
მოქმედი სისტემის საშუალებით შესაძლებელია ყველა ობიექტზე განაცხადების ელექტრონულად მიღება, დამუშავება და განაცხადების ონლაინ მონიტორინგი.
შეგახსენებთ, რომ განაცხადის ელექტრონულად შემოტანის შემთხვევაში, შესაბამისი დამცავი დოკუმენტების (პატენტი, მოწმობა) გაცემის ჩათვლით საფასურზე მოქმედებს 20%-იანი შეღავათი.
განმცხადებლებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, კონსულტაციის მისაღებად დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე -
+995 2 25 25 33
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 13 მარტიდან, ინტელექტუალური საკუთრების უწყების თანამშრომლების ნაწილი დროებით გადავიდა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე.

