ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO) იწყებს მობილური ვებინარების სერიას, რომელთა მიზანია, კორონავირუსის (COVID 19) პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში, ყველა დაინტერესებულმა მხარემ მიიღოს დეტალური ინფორმაცია ორგანიზაციის მომსახურებებისა და ინიციატივების შესახებ. ვებინარის განმავლობაში თავად WIPO-ს ექსპერტები წარმოადგენენ ორგანიზაციის მომსახურებების ძირითად მახასიათებლებს და იმ ღონისძიებებს, რომლებიც WIPO-მ გაატარა პანდემიის დროს. 90 წუთის განმავლობაში ვებინარის მონაწილეებს მიეცემათ საშუალება ინტერაქტიული მეთოდით მიიღონ პასუხები სპეციფიკურ კითხვებზე და შეიძინონ პრაქტიკული ცოდნა შემდეგ თემებზე:
• საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების (PCT) საშუალებით გამოგონების საერთაშორისო დაცვა;
• ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის მადრიდის სისტემის საშუალებით სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო დაცვა;
• დიზაინების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ჰააგის სისტემის საშუალებით დიზაინების საერთაშორისო დაცვა;
• ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმების საშუალებით გეოგრაფიული აღნიშვნების საერთაშორისო დაცვა;
• დავების ალტერნატიული გადაწყვეტის, გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინტელექტუალური საკუთრების პორტალი.
პირველი მობილური ვებინარი, რომელიც გაიმართება 26 მაისს (2020წ.) 19:00 სთ (17:00 CEST) მიზნად ისახავს დაინტერესებულ მხარეებთან დაკავშირებას ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მალევე გაიმართება სხვა ვებ-სემინარებიც. ინფორმაცია თითოეულის შესახებ ხალმისაწვდომია WIPO-ს ვებგვერდზე, სადაც წარმოდგენილია პროგრამა და სხვა დეტალური ინფორმაცია. ვებგვერდიდან ხელმისაწვდომი იქნება, ასევე, ვებინარის ჩანაწერებიც.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: