ENGLISH |
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მინდია დავითაძემ კომიტეტის თავმჯდომარეს დავით სონღულაშვილს უწყების პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.
შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტში 8 თებერვალს გაიმართა, მხარეებმა განიხილეს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების სისტემის განვითარებისათვის მიმდინარე პროექტები. ასევე, საუბარი შეეხო „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტს, რომელიც უკავშირდება ინტერნეტსერვისის პროვაიდერთა პასუხისმგებლობის სისტემის შემუშავებასა და ინტერნეტის სივრცეში საავტორო უფლებების მფლობელებისათვის უფლებების აღსრულების ეფექტიანი მექანიზმის შემოღებას.
შეხვედრაზე დაიგეგმა კომიტეტსა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს შორის აღნიშნულ მიმართულებებზე თანამშრომლობის გაგრძელება და კომუნიკაციის კიდევ უფრო გააქტიურება.