საქპატენტის მიერ შემუშავებული სასწავლო ღონისძებების ფარგლებში, უწყების სასწავლო ცენტრმა, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის, საავტორო უფლებების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა. მიზნობრივი ჯგუფისთვის საგანგებოდ შექმნილი კომპლექსური ტრენინგი მოიცავს საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელთა ცოდნა ხელს შეუწყობს სეუ-ს საბიბლიოთეკო საქმიანობაში საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებების კანონიერად გამოყენებას.
სეუ-ს ბიბლიოთეკის თანამშრომლები გაეცნენ საავტორო უფლებების ძირითად ცნებას, მიიღეს ინფორმაცია საავტორო უფლებების წარმოშობისა და თავისებურებების შესახებ, მათი პრაქტიკაში გამოყენების მექანიზმებსა და ქონებრივი საავტორო უფლებების შეზღუდვის საშუალებებზე. ტრენინგზე მიღებული ცოდნით ბიბლიოთეკის თანამშრომლები შეძლებენ სხვისი საავტორო უფლებების, ისევე როგორც ინტერნეტ რესურსების, კანონის ფარგლებში გამოყენებას.
საავტორო უფლება არის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი, რომელიც მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების შექმნის შედეგად წარმოიშობა. საავტორო უფლებების დაცვა და გამოყენება ავტორს აძლევს საშუალებას აკონტროლოს და განსაზღვროს სხვა პირის მიერ თავისი ნაწარმოების გამოყენების გზები და ფარგლები.