განმცხადებელთა საყურადღებოდ!
01 აპრილი 2022 წ.
სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი გატყობინებთ, რომ 2022 წლის 31 მარტის 11:00 საათიდან შეფერხებულია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების განაცხადებზე საქმის წარმოების ელექტრონული სისტემის მუშაობა.
პრობლემის აღმოფხვრამდე, საქმისწარმოების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად:
• განაცხადების მიღება ხორციელდება საქპატენტის ელექტრონული ფოსტის საშუალებით (info@sakpatenti.gov.ge) ან საქპატენტის ოფისში ფიზიკურად წარმოდგენის გზით (მისამართი: ნინო რამიშვილის ქ. #31, 0179 თბილისი; ანტიოქიის ქ.#5, 3300 მცხეთა);
• ელექტრონული საქმისწარმოების წესით სარგებლობისთვის, განმცხადებელმა საქპატენტის ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილ ან ფიზიკურად წარდგენილ განაცხადს უნდა დაურთოს აღნიშნულზე მოთხოვნა და ამ შემთხვევაში, წარდგენილი განაცხადი ხარვეზის აღმოფხვრისთანავე განთავსდება ელექტრონულ სისტემაში, განაცხადის საქპატენტისთვის მიწოდების თარიღით;
• 2022 წლის 31 მარტს და 1 აპრილს დაფიქსირებული პროგრამული ხარვეზიდან გამომდინარე, შესაბამისი ბრძანებით დარეგულირდება განმცხადებლებისა და საქპატენტის მხრიდან საქმისწარმოების ვადებთან დაკავშირებული საკითხები.
სისტემის შეფერხების პერიოდში არსებული რეგულაციების თაობაზე, დეტალური კონსულტაცია გაიცემა სამუშაო საათებში (9:00-18:00 სთ., ორშაბათი-პარასკევი), საქპატენტის საკონტაქტო ნომერზე: +995 32 2252533.
საქპატენტი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისთვის.

