გაცნობებთ, რომ 2017 წლის 29 ივნისს 10:00 საათზე საქპატენტის ვაკის ოფისში (ნ. რამიშვილის ქ. N31) გაიმართება ტრეინინგი ePCT პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით. ტრეინინგს ჩაატარებს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი და იგი განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისთვის, განსაკუთრებით, პატენტრწმუნებულებისთვის და განმცხადებლებისთვის.
ტრეინინგში მონაწილეობა უფასოა. მსურველებს გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა შემდეგ მისამართზე: ntsukhishvili@sakpatenti.org.ge
ePCT წარმოადგენს ისმოს ელექტრონულ სისტემას, რომელშიც ჩართულია PCT პროცედურის ყველა რგოლი: მიმღები უწყებები (RO), ისმოს საერთაშორისო ბიურო (IB), საერთაშორისო საძიებო უწყებები (ISA) და წინასწარი საერთაშორისო ექსპერტიზის უწყებები (IPEA). ePCT სისტემის საშუალებით შესაძლებელია საერთაშორისო განაცხადის შეტანა, დამუშავება, უწყებებს შორის გადაგზავნა და განმცხადებელთან კომუნიკაცია ელექტრონულ ფორმატში. აღსანიშნავია, რომ განმცხადებლის მიერ ePCT სისტემის გამოყენებით საერთაშორისო განაცხადის ელექტრონულად შეტანის შემთხვევაში გათვალისწინებულია შეღავათი საერთაშორისო შეტანის საფასურზე (International Filing Fee), ქაღალდზე შეტანილ განაცხადთან შედარებით.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებს და რეზიდენტებს PCT განაცხადის საქპატენტში, როგორც მიმღებ უწყებაში ePCT პლატფორმის გამოყენებით ელექტრონულად შეტანის შესაძლებლობა აქვთ.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
შეტყობინება PCT Newsletter-ში: http://www.wipo.int/edocs/pctndocs/en/2017/pct_news_2017_5.pdf
პორტალი ePCT: https://pct.wipo.int/ePCT