საქპატენტისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ახალი ერთობლივი პროექტის დაწყება 2024 წლიდან იგეგმება
ახალი პროექტის განხორცილებების გზები და სამომავლო
თანამშრომლობის პერსპექტივები ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ
სოსო გიორგაძემ საქპატენტში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების
უწყების (EUIPO) ინსტიტუციური და თანამშრომლობის სამსახურის დირექტორ სანდრის ლაგანოვსკისა
და ამავე უწყების საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურის უფროსთან იგნასიო მედრანოსთან ერთად განიხილა.
საქპატენტი და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO) თანამშრომლობის შედეგებს შეაჯამებენ
ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტი ინტელექტუალური
საკუთრების შესახებ (EUGIPP) სრულდება. პროექტი, რომელსაც ევროკავშირის
მხარდაჭერით ახორციელებს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO), მიზნად
ისახავს
საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებასა და გაძლიერებას.
სასტუმროში „თბილისი მერიოტი“ მიმდინარეობს შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც
საქპატენტის თავმჯდომარესთან სოსო გიორგაძესთან ერთად მონაწილეობენ EUIPO -ს ინსტიტუციური
და თანამშრომლობის სამსახურის დირექტორი სანდრის ლაგანოვსკისი, EUIPO -ს საერთაშორისო თანამშრომლობის
სამსახურის უფროსი იგნასიო დე მედრანო, EUGIPP პროექტის ხელმძღვანელი მარტინ მარიანოვი, საქართველოში
ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერი ქეთევან
ხუციშვილი, ასევე საქპატენტის და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების
წარმომადგენლები, პროექტის ექსპერტები და ბენეფიციარები.
ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებების კრებული ქართულ ენაზე გამოიცა
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული ქართულ ენაზე გამოიცა საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ (EUGIPP) ფარგლებში. ნაშრომი შედგენილია ევროკავშირის საერთო სასამართლოს (GCEU), ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოსა (CJEU) და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების ( EUIPO) სააპელაციო საბჭოს (BOA) გადაწყვეტილებების საფუძველზე.
საქპატენტში რეორგანიზაცია დასრულდა
გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია საქპატენტში განხორციელებული რეორგანიზაციის შესახებ. სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“ არის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მოქმედი დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების სამართლებრივ უზრუნველყოფას.
26 აპრილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღეა
1970 წლის 26 აპრილს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება. 30 წლის შემდეგ, 2000 წელს ეს დღე
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღედ გამოცხადდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენიდან ძალიან მალე,
1992 წლის 20 აგვისტოს შეიქმნა საქართველოს საპატენტო უწყება „საქპატენტი“.
საქპატენტი ევროკავშირის დახმარებით სააპელაციო სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობს
ევროკავშირისა და საქართველოს
ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ერთობლივი პროექტის (EUGIPP)
ფარგლებში, სასტუმროში „ჰოლიდეი ინ
თბილისი“ ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ინტელექტუალური
საკუთრების ეროვნულ ცენტრთან – „საქპატენტთან“ არსებული სააპელაციო პალატის საქმიანობის გაუმჯობესებას.
საქპატენტი
აქტიურად მუშაობს დავების სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტის უახლესი საერთაშორისო
პრაქტიკის დანერგვასა და სააპელაციო პალატის მუშაობის გაუმჯობესებისათვის,
რაც დადებით გავლენას მოახდენს ბიზნესისა და სამეცნიერო სფეროების განვითარებაზე, ვინაიდან
სააპელაციო პალატის საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ორივე სფეროსთან. ბიზნესისათვის
საყურადღებოა სასაქონლო ნიშნებთან თუ დიზაინთან დაკავშირებული დავების სწრაფი და სამართლიანი
გადაწყვეტა, სამეცნიერო სფეროსთვის კი – მათ მიერ შექმნილ გამოგონებებთან და სასარგებლო
მოდელებთან დაკავშირებული დავების ეფექტიანი გადაწყვეტა.

საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარებისთვის საქპატენტი ესპანეთის სამეფოს საუკეთესო პრაქტიკას ეცნობა
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისა
და საქართველოს პარლამენტის ერთობლივი დელეგაცია, ესპანეთის სამეფოს გეოგრაფიული აღნიშვნების
დაცვის სისტემის გასაცნობად, ვალდეპენასში იმყოფება. დელეგაციის
შემადგენლობაში არიან საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, თავმჯდომარის მოადგილე
ნინო ჩიქოვანი და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე გელა სამხარაული. ვიზიტის ფარგლებში, 24 მარტს, შეხვედრა გაიმართა
ესპანური ადგილწარმოშობის დასახელების ყველის „მანჩეგო“ ასოციაციის მარეგულირებელ საბჭოში, რომელიც აკონტროლებს სპეციფიკაციებით
განსაზღვრულ ხარისხის მოთხოვნების შესაბამისობას გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულ კონკრეტულ
პროდუქტებზე.

პარლამენტისა და საქპატენტის ერთობლივი დელეგაცია ესპანეთის პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების OEPM-ის გენერალურ მდივანს შეხვდა
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს პარლამენტის ერთობლივი დელეგაცია, საქპატენტის თავმჯდომარის სოსო გიორგაძის, თავმჯდომარის მოადგილის ნინო ჩიქოვანისა და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გელა სამხარაულის შემადგენლობით, საქმიანი ვიზიტით მადრიდში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა ესპანეთის პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების უწყების OEPM-ის გენერალურ მდივანთან ხოსე მარია კალეხა როვირასთან. ვიზიტის ფარგლებში, რომლის მიზანი ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებაა, საქპატენტისა და საქართველოს პარლამენტის ერთობლივი დელეგაციის წევრები OEPM-ის ინტელექტუალური საკუთრების წინასწარი დიაგნოსტიკის მომსახურების სპეციფიკას გაეცნენ. საქპატენტი აღნიშნული მომსახურების საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში დანერგვაზე აქტიურად მუშაობს.
საქპატენტის თანამშრომლების პროფესიული განვითარების პროგრამას EUIPO-ს ექსპერტები უძღვებიან
თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების
მიზნით, 15 მარტს, საქპატენტში პროფესიული განვითარების პროგრამა დაიწყო. საქპატენტის
სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული აქტივობა ითვალისწინებს ტრენინგების სამ სერიას,
რომლებსაც გაუძღვებიან ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) წამყვანი
ექსპერტები. პროგრამა ხორციელდება ევროკავშირისა
და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, რომელიც
მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მხარდაჭერას საქართველოში, კერძოდ,
სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის ექსპერტიზის დახვეწას და ევროკავშირის კანონმდებლობასა
და პრაქტიკასთან ჰარმონიზებას.

ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიური სფეროს დავებთან დაკავშირებული მედიაცია
23 მარტს,
15:00 საათზე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) არბიტრაჟისა და
მედიაციის ცენტრისა და საქპატენტის თანაორგანიზებით,
ჩატარდება ვებინარი დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდების შესახებ. ღონისძიება
იმართება WIPO-სა და სსიპ - ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს ,,საქპატენტს“
შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში. ღონისძიებას გაუძღვებიან WIPO-ს წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც
მონაწილეებს გაუზიარებენ WIPO-ს პრაქტიკასა და გამოცდილებას დავების მედიაციის გზით
გადაწყვეტის მიმართულებით.