საქპატენტისა და საქართველოს ხელოვნების სასახლის თანამშრომლობის ფარგლებში ჟურნალ „მემატიანეს“ მეორე გამოცემა დაიბეჭდა
საქართველოს ხელოვნების სასახლეში სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის - „მემატიანე“ მეორე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალი დაიბეჭდა საქპატენტის პოლიგრაფიულ ბაზაზე, 2025 წლის დეკემბერში, საქპატენტსა და საქართველოს ხელოვნების სასახლეს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში
საქპატენტი გურჯაანის ღვინის ფესტივალის მხარდამჭერია
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი” გურჯაანის ღვინის ფესტივალის ერთგული მხარდამჭერია. უწყებამ ღონისძიების მეათე საიუბილეო წელს ფესტივალზე, ჩვეულებისამებრ, საქპატენტის საქმიანობის ამსახველი საექსპოზიციო კუთხე წარადგინა
ევროპის საპატენტო უწყების (EPO) აკადემიის დირექტორი საქართველოს ეწვია
საქართველოში ვიზიტით იმყოფება ევროპის საპატენტო უწყების (EPO) აკადემიის დირექტორი ხავიერ სეუბა, რომელიც ქუთაისში საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის ახალი სივრცის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
სოსო გიორგაძემ ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის დელეგაციას უმასპინძლა
საქპატენტის მოწვევით საქართველოში იმყოფება ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) დელეგაცია, რომელიც ქუთაისში საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის გახსნას დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში შეხვედრა გაიმართა CNIPA-ს კომისრის მოადგილე რუი ვენბიაოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძეს შორის
საქართველოს განათლების მინისტრი და საქპატენტის თავმჯდომარე WIPO-ს აკადემიის დირექტორს შეხვდნენ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დირექტორს ჰონგბინგ ჩენს შეხვდნენ. შეხვედრა ქუთაისში საქპატენტის სასწავლო ცენტრის გახსნის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა
საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ახალი ცენტრი ქუთაისში გაიხსნა
ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ოფიციალურად გაიხსნა. საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის მე-4 სართული საქპატენტს 2024 წელს გადაეცა და კომპლექსური სარემონტო სამუშაოების შემდეგ მოეწყო აუდიტორიები, არქივი, ბიბლიოთეკა და საგამომცემლო - პოლიგრაფიული ბაზა, ასევე ცენტრში განთავსებულია სპეციალური საგამოცდო სივრცე. ქუთაისში ცენტრის განთავსება და მისი შესაძლებლობების გაფართოება საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროექტის ნაწილია, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას
საქპატენტის, KIU-სა და WIPO-ს ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხული 5 უცხოელი სტუდენტის სწავლისა და საქართველოში ცხოვრების ხარჯებს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია დააფინანსებს
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გადაწყვეტილებით, 5 უცხოელი სტუდენტის საქართველოში სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს WIPO სრულად დააფინანსებს. WIPO-ს აკადემიის დირექტორი ჰონგბინგ ჩენი საქპატენტის მოწვევით ამჟამად საქართველოში იმყოფება. მან საქპატენტის თავმჯდომარესთან სოსო გიორგაძესთან ერთად შეხვედრა გამართა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სადაც WIPO-ს, KIU-სა და საქპატენტის ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა უკვე მეორე წელია მოქმედებს
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დირექტორი ჰონგბინგ ჩენი სოსო გიორგაძესთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) ესტუმრა
საქპატენტის მოწვევით საქართველოში იმყოფება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დირექტორი ჰონგბინგ ჩენი, რომელიც საქპატენტის თავმჯდომარესთან, სოსო გიორგაძესთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) ესტუმრა. სტუმრებს KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა უმასპინძლა
პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში ანაზღაურებად სტაჟირებას საქპატენტში 9 შერჩეული კანდიდატი გაივლის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სახელმწიფო უწყებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა ამოქმედდა. აღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში, საკონკურსო ეტაპების გადალახვის შედეგად საქპატენტში სტაჟირებას 9 შერჩეული კანდიდატი გაივლის
საქპატენტმა ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრს მხატვარ დიმა ანთაძის ფერწერული ტილო გადასცა
საქპატენტმა დიმიტრი (დიმა) ანთაძის ფერწერული ტილო - „კუ“ სსიპ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას გადასცა. ნამუშევარი საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისის სივრცეში იყო წარმოდგენილი, ხოლო დღეიდან ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში განთავსდება. აღნიშნულ საგამოფენო-სამუზეუმო სივრცეში ამ ხელოვნების ნიმუშის გამოფენა მისი ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოჩენასა და საზოგადოებრივი ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება