მთავარი
პუბლიკაციები
პატენტრწმუნებულები
ტვინინგის პროექტი
ბიბლიოთეკა
ჩვენ შესახებ
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი
ბმულები
ENGLISH

+995 32 2 25 25 33

განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge

© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო
მთავარი პუბლიკაციები პატენტრწმუნებულები ტვინინგის პროექტი ბიბლიოთეკა ჩვენ შესახებ საჯარო ინფორმაცია კონტაქტი ბმულები
  • ყველგან
  • სათაურები
  • გვერდები
Eng
პატენტი
დიზაინი
სასაქონლო ნიშანი
საავტორო უფლება
გეოგრაფიული აღნიშვნა
ახალი ჯიში

ზოგადი ინფორმაცია

  • პატენტი, გამოგონება და სასარგებლო მოდელი
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)
  • საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაცია (IPC)
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • საერთაშორისო განაცხადი (PCT)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი
  • წინასწარი ძიების სერვისი

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • ჰააგის აქტი (1960)
  • ჟენევის აქტი (1999)
  • ლოკარნოს შეთანხმება
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • საფასურები
  • ლოკარნოს კლასიფიკაცია
  • საგანაცხადო ბლანკი
  • საერთაშორისო რეგისტრაცია
  • ელექტრონული განაცხადი
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი
  • ინსტრუქცია

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • მადრიდის შეთანხმების ოქმი
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • კლასიფიკაციები
  • საყოველთაოდ ცნობილად აღიარებული ნიშნები
  • ელექტრონული განაცხადი
  • ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაცია
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • პრაქტიკის დოკუმენტები
  • ძიება

კანონმდებლობა

  • კანონი საავტორო უფლებების შესახებ

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • ბერნის კონვენცია
  • რომის კონვენცია
  • შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ ისმო-ს ხელშეკრულება (WPPT)
  • საავტორო უფლებების შესახებ ისმოს ხელშეკრულება (WCT)
  • TRIPS-ის შეთანხმება

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • ელექტრონული დეპონირება
  • საფასურები

კანონმდებლობა

  • კანონი
  • პრეზიდენტის ბრძანებულება

საერთაშორისო ხელშეკრულებები

  • პარიზის კონვენცია
  • TRIPS - ის შეთანხმება
  • ლისაბონის შეთანხმება
  • ორმხრივი შეთანხმებები

განმცხადებლის გვერდი

  • კითხვა-პასუხი
  • სახელმწიფო რეესტრი
  • ლისაბონის რეესტრი
  • საქართველოში დაცული უცხოური აღნიშვნები
  • საზღვარგარეთ დაცული ქართული აღნიშვნები
  • გეოგრაფიული აღნიშვნების რუკა
  • საფასურები
  • საგანაცხადო ბლანკები
  • ძიება

ზოგადი ინფორმაცია

  • მცენარის ჯიში
  • ცხოველის ჯიში
  • ახალი ჯიშის დაცვა საზღვარგარეთ
  • კანონმდებლობა
  • კითხვა-პასუხი

პროცედურა

  • პროცედურის მიმოხილვა
  • განაცხადის შედგენა
  • ბლანკები
  • ელექტრონული განაცხადი
  • საფასურები
  • რეგისტრაცია საზღვარგარეთ (UPOV PRISMA)

სერვისები

  • ძიება
  • ოფიციალური ბიულეტენი

PCT პროცედურის მიმოხილვა


PCT არის საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც აერთიანებს 150-ზე მეტ მონაწილე ქვეყანას და მის ადმინისტრაციულ ფუნქციას ასრულებს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (ისმო), პარიზის კონვენციის წევრი ქვეყნების შეთანხმებით. PCT იძლევა საშუალებას მოითხოვოთ გამოგონებაზე პატენტის დაცვა ერთდროულად ბევრ ქვეყნაში ერთი საერთაშორისო საპატენტო განაცხადის წარდგენის (შეტანის) გზით, რამდენიმე ცალკეულ ეროვნულ ან რეგიონულ საპატენტო უწყებაში განაცხადის შეტანის ნაცვლად. საერთაშირისო განაცხადი არ ითვალისწინებს „საერთაშირისო პატენტის“ გაცემას. პატენტის გაცემა ხორციელდება ეროვნული ან რეგიონული საპატენტო უწყებების მიერ ე.წ. ეროვნული ფაზის გავლით.

PCT პროცედურა ითვალისწინებს განაცხადის განხილვის ორ ფაზას - საერთაშორისო ფაზას და ეროვნულ ფაზას.

საერთაშორისო ფაზა ითვალისწინებს შემდეგ საფეხურებს:

განაცხადის წარდგენა: საერთაშორისო განაცხადის წარადგენა ხდება ე.წ. „მიმღებ უწყებაში“. მიმღები უწყება შეიძლება იყოს მონაწილე ქვეყნების ეროვნული ან რეგიონული საპატენტო უწყება ან ე.წ. „საერთაშორისო ბიუროში“ (ისმო, ჟენევა). საერთაშორისო განაცხადი გაფორმებული უნდა იყოს PCT-ს მოთხოვნების თანახმად, მოცემული მიმღები უწყების მიერ დადგენილ ერთ-ერთ ენაზე. როგორც წესი ასეთია ენა, რომელზეც შეიძლება ჩატარდეს საერთაშორისო ძიება და გამოქვეყნდეს საერთაშორისო განაცხადი.

საერთაშორისო ძიება (დასკვნა გაიცემა განაცხადის წარდგენიდან 16 თვეში): განმცხადებლის მიერ არჩეული საერთაშორისო საძიებო უწყება (ISA) (ასეთი შეიძლება იყოს მსოფლიოს უმსხვილესი საპატენტო უწყებები) ატარებს საერთაშორისო ძიებას და გამოავლენს იმ გამოქვეყნებულ საპატენტო დოკუმენტებს და ტექნიკურ ლიტერატურას, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ გამოგონების პატენტუნარიანობაზე, და ამზადებს დასკვნას გამოგონების პატენტუნარიანობის შესახებ.

საერთაშორისო გამოქვეყნება (განაცხადის წარდგენიდან 18 თვეში): განაცხადის შეტანის თარიღიდან 18 თვის გასვლის შემდეგ ხდება საერთაშორისო განაცხადის გამოქვეყნება, რის შედეგადაც იგი ხდება საჯაროდ ხელმისაწვდომი.

წინასწარი საერთაშორისო ექსპერტიზა (მოთხოვნა განაცხადის წარდგენიდან 22 თვეში, დასკვნა გაიცემა განაცხადის წარდგენიდან 28 თვეში): განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე წინასწარი საერთაშორისო ექსპერტიზის უწყება (IPEA) (როგორც წესი იგივე უწყება, რაც ISA) ატარებს პატენტუნარიანობის დამატებით ანალიზს, როგორც წესი, განაცხადის შეცვლილი ვერსიის საფუძველზე.

ეროვნული ფაზა (იწყება განაცხადის წარდგენიდან 30/31 თვეში) ითვალისწინებს განაცხადის ექსპერტიზას განმცხადებლის მიერ არჩეულ იმ ქვეყნების ეროვნული (ან რეგიონული) უწყებების მიერ („აღნიშნული ან არჩეული უწყება“), სადაც მას სურს პატენტის მიღება. შედეგად პატენტი გაიცემა ან არა, მოცემული უწყების ექსპერტიზის გადაწყვეტილების შესაბამისად.

საქპატენტი წარმოადგენს როგორც საერთაშორისო განაცხადის „მიმღებ უწყებას“ და განმცხადებელს აქვს საშუალება საერთშორისო განაცხადი შეიტანოს საქპატენტში  ნებისმიერი სხვა მიმღები უწყების მსგავსად, ასევე „აღნიშნულ ან არჩეულ უწყებას“, ანუ ნებისმიერი საერთაშორისო განაცხადი შესაძლებელია ეროვნულ ფაზაში შევიდეს საქპატენტში, რის შედეგადაც შესაძლებელია გაიცეს საქართველოს პატენტი. საერთაშორისო განაცხადი, რომელშიც გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ეროვნული პატენტის მისაღებად აღნიშნულია საქართველო, ტოლფასია საქპატენტში შეტანილი განაცხადისა და საერთაშორისო განაცხადის შეტანის დღიდან განიხილება როგორც ეროვნული განაცხადი.


დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:


ინფორმაცია PCT სისტემის შესახებ

https://www.wipo.int/pct/en/


PCT გზამკვლევი განმცხადებლისთვის

https://www.wipo.int/pct/en/guide/index.html


PCT საერთაშორისო ფაზის მიმოხილვა

https://www.wipo.int/export/sites/www/pct/guide/en/gdvol1/pdf/gdvol1.pdf


PCT ეროვნული ფაზის მიმოხილვა

https://www.wipo.int/export/sites/www/pct/guide/en/gdvol2/pdf/gdvol2.pdf

პატენტი

  • FAQ
  • ბეჭდვა
  • გაზიარება
განაცხადის მიღება და კონსულტაცია
ნ. რამიშვილის 4/31, თბილისი 0179, საქართველო info@sakpatenti.org.ge
+995 32 2 25 25 33
© ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2017
ანტიოქიის ქუჩა N5, მცხეთა 3300, საქართველო