საფასურები
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის N182 დადგენილებით დამტკიცებულია საქპატენტში ინეტელექტუალურ საკუთრების ობიექტების რეგისტრაციის საფასურები.
საფასურები დამტკიცებულია აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში, შესაბამისად რეზიდენტი პირები გადახდას ანხორციელებენ აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში.
საფასურებში გათვალისწინებულია შეღავათები, კერძოდ: გამომგონებელბსა და დიზაინერებზე 70%, ხოლო სტუდენტ, სკოლის მოსწავლე და პენსიონერ განმცხადებელებზე 90%-იანი შეღავათი.
აღსანიშნავია რომ სტუდენტმა, სკოლის მოსწავლე და პენსიონერ განმცხადებელებმა საგანაცხადო მასალებს თან უნდა დაურთონ დოკუმენტი რომელიც დაადასტურებს რომ განცხადებელი არის სტუდენტი, სკოლის მოსწავლე ან პენსიონერი, ვინაიდან, ზემოაღნიშნული შეღავათები განცხადებელზე გავრცელდება მხოლოდ ამ შემთხვევაში.
საფასურების გადახდა
2026 წლის 26 ოქტომბრიდან ამოქმედდა საფასურების გადახდის ახალი სისტემა: საქპატენტის ყველა მომსახურებისა და ქმედების საფასურის გადახდა შესაძლებელია საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში დაგენერირებული ინვოისის უნიკალური ნომრით ინტერნეტ/მობილბანკის, სწრაფი გადახდის აპარატის ან ბანკის ოპერატორის მეშვეობით.
2026 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ ძველი მეთოდით (სახაზინო კოდით) გადახდილი საფასურები დაგიბრუნდებათ ანგარიშზე. გადახდილი თანხის უკან დაბრუნებისათვის საქპატენტის ელექტრონულ სისტემაში უნდა დააფიქსიროთ „მოთხოვნა თანხის დაბრუნების შესახებ“.
2026 წლის 26 ოქტომბრამდე დაგენერირებული ინვოისებისთვის, სისტემა იძლევა ძველი მეთოდით (სახაზინო კოდით) გადახდის შესაძლებლობას.
გადახდის დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე.
საბანკო რეკვიზიტები, მხოლოდ 2026 წლის 26 ოქტომბრამდე დაგენერირებული ინვოისებისთვის:
საიდენტიფიკაციო კოდი - 203831363
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი (GEL) - 707807132
| N |
ქმედება |
აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში |
| 1. | სააპელაციო საჩივრის განხილვა | 200 |
| 2. | სააპელაციო საჩივრის განხილვა თითოეულ დამატებით დიზაინზე | 20 |
| 3. | სააპელაციო საჩივრის განხილვა სასაქონლო ნიშანზე |
200 |
| 4. | სააპელაციო საჩივრის განხილვა კოლექტიურ ნიშანზე |
400 |
| 5. | სააპელაციო საჩივრის განხილვა სასარგებლო მოდელზე |
360 |
| 6. | სააპელაციო საჩივრის განხილვა კოლექტიურ ნიშანზე |
360 |