ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მიმართულებით ევროკავშირისა და საქართველოს კანონმდებლობის შედარებითი ანალიზის განხილვა
04 მარტი 2022 წ.
ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებებსა და პროექტში ჩართულ ექსპერტს შორის, რომლებიც მუშაობენ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების სისტემის დასახვეწად.
შეხვედრაში მონაწილე პირებმა, საქართველოს შემოსავლების სამსახურის და საქპატენტის წარმომადგენლებმა, პროექტში ჩართულ ქართველ და უცხოელ ექსპერტთან ერთად განიხილეს: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მოსალოდნელი შედეგები და შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი აღსრულებასთან დაკავშირებული პრაქტიკის გაძლიერებისა და განმტკიცების მაგალითები.
„ვფიქრობ ნაყოფიერი შეხვედრა ჩატარდა, რადგან ყველა კომენტარის დეტალური განხილვის საშუალება გვქონდა, რომლებიც ეხებოდა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შემდგომი დაახლოებას. ასევე, განვიხილეთ აღსრულების კუთხით ადგილობრივი პასუხისმგებელი პირებისთვის პრაქტიკის გაძლიერების მექანიზმები“ - განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტი - EUGIPP 2020 წლის 1 იანვრიდან მიმდინარეობს და მას ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO) ახორციელებს. პროექტის ძირითადი ბენეფიციარია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“. პროექტი სამწლიანია, მისი ბიუჯეტი შეადგენს 1,2 მილიონ ევროს და მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მხარდაჭერას საქართველოში.

