სოსო გიორგაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს შეხვდა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის რიგით 68-ე სესიის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძე შეხვდნენ WIPO-ს გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს.
საქპატენტმა ჟენევაში მასშტაბური ღონისძიება გამართა და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა წარუდგინა
ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) რიგით 68-ე გენერალური ასამბლეა გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეროვნული იდენტობის, კულტურული მრავალფეროვნებისა და ინტელექტუალური მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, საქპატენტმა მასშტაბური კულტურული ღონისძიება გამართა.
საქპატენტმა და ევროპის საპატენტო უწყებამ ჟენევაში ერთობლივი მიღება გამართეს
ჟენევაში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპატენტმა” და ევროპის საპატენტო უწყებამ (EPO) ოფიციალური მიღება გამართეს, რომელსაც დაესწრნენ ევროპული პატენტების ვალიდაციის შეთანხმების მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები.
საქპატენტი ჟენევაში საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გამართავს, რომლებსაც მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნიდან ასეულობით სტუმარი დაესწრება
შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) რიგით 68-ე გენერალური ასამბლეა გაიხსნა, რომელშიც 194 წევრი სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის ასეულობით წარმომადგენელი მონაწილეობს.
პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, ერთხმად დაამტკიცა „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ ინიციატივითა და ავტორობით მომზადდა.
საქპატენტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქპატენტსა და „NEU ეროვნულ საგანმანათლებლო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქპატენტსა და „NEU ეროვნულ საგანმანათლებლო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ოფიციალურ დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა სალომე პირველმა.
საქპატენტის თავმჯდომარემ თერჯოლის საბავშვო ბაღებს უწყების პოლიგრაფიულ ბაზაზე დაბეჭდილი მეთოდური სახელმძღვანელოები და საბავშვო ზღაპრები გადასცა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერთან მანუჩარ რობაქიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად, თერჯოლის №3 საბავშვო ბაღს ეწვია და თერჯოლის სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის დირექტორს მაია თორთლაძესა და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორებს შეხვდა.
საქპატენტის სწავლებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელმა სტრასბურგში საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ სწავლებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელმა ლალი ამირანაშვილმა სტრასბურგში მონაწილეობა მიიღო სასერტიფიკატო ტრენინგ-პროგრამაში - „ინტელექტუალური საკუთრება, ტექნოლოგიის ტრანსფერი და ლიცენზირება“. პროგრამა ხორციელდება CEIPI-ის, WIPO Academy-სა და საფრანგეთის სამრეწველო საკუთრების ეროვნული ინსტიტუტის (INPI) თანამშრომლობით და მიზნად ისახავს მონაწილეთა პრაქტიკული და სტრატეგიული კომპეტენციების განვითარებას ინტელექტუალური საკუთრების მართვის, ტექნოლოგიის ტრანსფერის, კვლევის შედეგების კომერციალიზაციისა და ლიცენზირების მიმართულებით
განცხადება
2026 წლის 17 მარტს მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული N2/747-20 გადაწყვეტილებით, საქპატენტს დაევალა 2020 წლის 13 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა. აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნულ სასამართლო დავაში მოსარჩელე იყო ირაკლი კასრაძე, რომელიც ზემოაღნიშნული ინფორმაციის გავრცელების დროს იკავებდა საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას, მოპასუხე მხარეს – საქპატენტს კი წარმოადგენდა, საქპატენტის იმჟამინდელი თავმჯდომარე მინდია დავითაძე.