საქპატენტმა ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ტრენინგ-სემინარში მიიღო მონაწილეობა
ჩინეთის
სახალხო რესპუბლიკაში, ქ. ჩონკინგში, ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის
(CNIPA) ორგანიზებით, „სარტყლისა და გზის“ ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ
ტრენინგ-სემინარი გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებისთვის
ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემდა გასცნობოდნენ
ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის, სტრატეგიისა და დაცვასთან დაკავშირებულ
საკითხებს.
WIPO-ს წარმომადგენელმა საქპატენტის სასწავლო ცენტრის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის აკადემიური ინსტიტუტებისა და აღმასრულებელი პროგრამების ხელმძღვანელმა ვიქტორ ოვადემ ქუთაისში საქპატენტის სწავლებისა და გადამზადების ცენტრის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ჩიქოვანმა სტუმარს სასწავლო ცენტრის გადატანასთან დაკავშირებული სამუშაოების დეტალები გააცნო.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის აკადემიური ინსტიტუტებისა და აღმასრულებელი პროგრამების ხელმძღვანელი ვიქტორ ოვადე, საქპატენტის თავმჯდომარესთან სოსო გიორგაძესთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) ეწვია. უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან ვახტანგ ცაგარელთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ერთობლივად განხორციელებული სამაგისტრო პროგრამის – „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ მიმდინარეობა და მისი შემდგომი განვითარების სტრატეგიები.
პარლამენტმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ ავტორობით მომზადებულ საქართველოს კანონის პროექტს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ინტერნეტსივრცეში საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას.
სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის ფარგლებში, საქპატენტის სათავო ოფისში ტრენინგი გაიმართა
სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის ფარგლებში, მცხეთაში, საქპატენტის სათავო ოფისში ორეტაპიანი ტრენინგი ჩატარდა, რომლის მიზანი იყო თანამშრომლებისთვის სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული უცხოური ენების ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესებისა და სალიტერატურო ენის განახლებული ნორმების გაცნობა.
საქპატენტის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა
საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება და ეკოსისტემაზე ზრუნვა უკვე ტრადიციად იქცა. ეზოს მწვანე სივრცის განახლებისა და თანამშრომლებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის მიზნით, საქპატენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიას არაერთი ახალი დეკორატიული მცენარე და სხვადასხვა სახის მარადმწვანე ნერგი შეემატა.
საქპატენტი საავტორო და მომიჯნავე უფლებების მუდმივმოქმედი კომიტეტის (SCCR) 47-ე სესიაში მონაწილეობს
შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) საავტორო და მომიჯნავე უფლებების მუდმივმოქმედი კომიტეტის (Standing Committee on Copyright and Related Rights – SCCR) რიგით 47-ე სესია მიმდინარეობს.
პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდების პირველი ეტაპი მიმდინარეობს
2014 წლის შემდეგ, პირველად საქართველოში პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება. პატენტრწმუნებულის სტატუსის მოპოვების მიზნით, გამოცდაში მონაწილეობისათვის საქპატენტში სარეგისტრაციო განაცხადი წარადგინა 50-მდე პირმა. გამოცდის I ეტაპი – ტესტური გამოცდა დღეს გაიმართა, ხოლო II ეტაპი, რომელიც წერით დავალებას მოიცავს, 2 კვირის შემდეგ ჩატარდება.
სოსო გიორგაძე სერბეთის ინტელექტუალური საკუთრების უწყების იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ბელგრადში სერბეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყების 105-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება, რომლის თემა იყო „ინოვატორების, შემოქმედებისა და ინტელექტუალური საკუთრების საზოგადოების დაფასება“, მიზნად ისახავდა სხვადასხვა ქვეყნიდან ინტელექტუალური საკუთრების სფეროს აქტიური წარმომადგენლების – ინოვატორებისა და ექსპერტების გაერთიანებას, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით ადამიანთა მიერ გაწეული განსაკუთრებული წვლილის აღნიშვნას.
საქპატენტმა და „oriGIn - საქართველომ“ მონაწილეობა მიიღეს ევროპისა და ცენტრალური აზიის გეოგრაფიული აღნიშვნების მე-5 რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრაში
რეგიონში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემების მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ევროპისა და ცენტრალური აზიის გეოგრაფიული აღნიშვნების (GI) რიგით მე-5 რეგიონული საკონსულტაციო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსმა დარეჯან მჭედლიძემ და „oriGIn - საქართველოს“ დირექტორმა სოფიო სანიკიძემ